ამინდის პროგნოზი

პარიზში სროლების შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა

 
20 April, 2017   1 კვირის 1 დღის და წინ
 
253

პარიზში სროლების შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ელისეის მინდვრებთან სპეცოპერაცია მიმდინარეობს. პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, ელისეის მინდვრების ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, თავდასხმაში სულ მცირე ორი ადამიანი მონაწილეობდა.

სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი ტერორისტული აქტი იყოს.