ამინდის პროგნოზი

პარიზის ცენტრში კვლავ სროლის ხმა ისმის

 
21 April, 2017   1 კვირის 1 დღის და წინ
 
262

პარიზის ცენტრში კვლავ სროლის ხმა იმის. უცხოური მედიის ცნობით, ელისეის მინდვრებთან ახლოს, სადაც ცოტა ხნის წინ პოლიციელი მოკლეს, ისევ ისვრიან.

პარიზში სროლების შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, თუმცა  შესაძლოა, თავდასხმაში სულ მცირე ორი ადამიანი მონაწილეობდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ელისეის მინდვრებთან სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, ელისეის მინდვრების ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი ტერორისტული აქტი იყოს.