ამინდის პროგნოზი

"მომხდარი მორიგ ტერორისტულ აქტს ჰგავს, ეს არასდროს დასრულდება, ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ“

 
21 April, 2017   1 კვირის 1 დღის და წინ
 
672

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარიზში, ელისეის მინდვრებთან მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარება გამოთქვა.

"მომხდარი მორიგ ტერორისტულ აქტს ჰგავს. ეს არასდროს დასრულდება. ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ“,- განაცხადა ტრამპმა.

პარიზში, ელისეის მინდვრებთან მომხდარი თავდასხმისას ერთი პოლიციელი დაიღუპა, ერთი სამართალდამცველი კი დაიჭრა. 

როგორც დასავლური მედია წერს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც უცნობი პირი გადმოვიდა და სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი გახსნა.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმაში სულ მცირე ორი ადამიანი მონაწილეობდა, ერთი ლიკვიდირებულია, მეორე თავდამსხმელმა კი მიმალვა შეძლო.

ელისეის მინდვრების ტერიტორია გადაკეტილია. ასევე დაკეტილია სამი მეტროსადგური.

როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რას უკავშირდება მომხდარი ინციდენტი, ამაზე წინასწარ საუბარი ნაადრევია, თუმცა საფრანგეთის პოლიცია არ გამორიცხავს, რომ პარიზში მომხდარი თავდასხმა შესაძლოა, ტერორისტული აქტი იყოს.