ამინდის პროგნოზი

თავდამსხმელი, რომელმაც პარიზში პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, ექსტრემისტების მონაცემთა ბაზაში ფიგურირებდა

 
21 April, 2017   1 კვირის 1 დღის და წინ
 
674

"როიტერის" ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელმაც პარიზის ცენტრში პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, სამართალდამცველი ორგანოებისთვის ცნობილი იყო.

მისივე ცნობით, ის ფიგურირებდა ექსტრემისტების მონაცემების ბაზაში, როგორც საფრთხე საფრანგეთის სახელმწიფოებრიობისთვის.

პარიზის ცენტრში თავდასხმას ერთი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეორე კი დაიჭრა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა, თუმცა სამართალდამცველები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმაში სულ მცირე ორი ადამიანი მონაწილეობდა, ერთი ლიკვიდირებულია, მეორე თავდამსხმელმა კი მიმალვა შეძლო.

ელისეის მინდვრების ტერიტორია გადაკეტილია. ასევე დაკეტილია სამი მეტროსადგური, რომლის სიახლოვესაც სროლები მოხდა.

როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რას უკავშირდება მომხდარი ინციდენტი, ამაზე წინასწარ საუბარი ნაადრევია, თუმცა საფრანგეთის პოლიცია არ გამორიცხავს, რომ პარიზში მომხდარი თავდასხმა შესაძლოა, ტერორისტული აქტი იყოს.