ამინდის პროგნოზი

პარიზში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

 
21 April, 2017   1 კვირის 1 დღის და წინ
 
145

პარიზის ცენტრში პოლიციაზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

პარიზის ცენტრში თავდასხმას ერთი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეორე კი დაიჭრა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა, თუმცა სამართალდამცველები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმაში სულ მცირე ორი ადამიანი მონაწილეობდა, ერთი ლიკვიდირებულია, მეორე თავდამსხმელმა კი მიმალვა შეძლო.

ელისეის მინდვრების ტერიტორია გადაკეტილია. ასევე დაკეტილია სამი მეტროსადგური, რომლის სიახლოვესაც სროლები მოხდა.

როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რას უკავშირდება მომხდარი ინციდენტი, ამაზე წინასწარ საუბარი ნაადრევია, თუმცა საფრანგეთის პოლიცია არ გამორიცხავს, რომ პარიზში მომხდარი თავდასხმა შესაძლოა, ტერორისტული აქტი იყოს.

პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის განცხადებით, სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიას განიხილავენ.

"როიტერის" ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელმაც პარიზის ცენტრში პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, სამართალდამცველი ორგანოებისთვის ცნობილი იყო.

მისივე ცნობით, ის ფიგურირებდა ექსტრემისტების მონაცემების ბაზაში, როგორც საფრთხე საფრანგეთის სახელმწიფოებრიობისთვის.