ამინდის პროგნოზი

საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

 
21 April, 2017   1 კვირის 1 დღის და წინ
 
260

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

"პარიზში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით არსებული ვითარების გათვალისწინებით საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ვაცნობებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე +33 7 83 31 86 89", - აღნიშნულია განცხადებაში.

პარიზის ცენტრში თავდასხმას ერთი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეორე კი დაიჭრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.