ამინდის პროგნოზი

"დღეს იმ მაღალჩინოსნის ვინაობა გასაჯაროვდება, რომელიც სადამსჯელო ოპერაციას ხელმძღვანელობდა"

 
21 April, 2017   1 კვირის 1 დღის და წინ
 
226

გაზეთ "ქრონიკა +"-ის რედაქტორის განცხადებით, იდენტიფიცირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, რომელიც მისი შვილის დაკავების ოპერაციას ხელმძღვანელობდა, ასევე ამ პროცესში მონაწილე რამდენიმე პოლიციელის ვინაობა. 

ელისო კილაძე ახალი გარემოებების დეტალებზე დღეს ისაუბრებს. 

"დღეს, 12:00 "ქრონიკა+"-ის ოფისში შს სამინისტროს ნარკოტიკების ჩამდები ბრიგადის კიდევ ოთხი წევრის და იმ მაღალჩინოსნის ვინაობა გასაჯაროვდება, რომელიც "ანტრიკოტას" და ბალასტის დირექტორის დავალებით, ჩემი შვილისთვის ნარკოტიკების ჩადების სადამსჯელო ოპერაციას ხელმძღვანელობდა!", - აცხადებს კილაძე.

მას ასევე პრეტენზიები აქვს დაკავების ოპერაციაში მონაწილე ერთ-ერთ სამართალდამცველთან, რომელაც კილაძის განმარტებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დავით ხარშილაძე ისე გაიყვანა ექსპერტიზისთვის, რომ ამის შესახებ არცერთი უფლებადამცველი ინფორმირებული არ ყოფილა.

"აქ საუბარია ზურაბ ქუმელაშვილზე, გამომძიებელზე, რომელმაც შეკერა ჩემი შვილის სისხლის სამართლის საქმე და იგივე პირი მიდის ციხეში და მიყავს ადმინისტრაციული წესით დასაჯარიმებლად სასამართლოში. არცერთი ადვოკატი საქმის კურსში არ იყო. მათ უნდოდათ ხელოვნურად მტკიცებულებების შექმნა პირველი მაისის პროცესისთვის," - განმარტავს ელისო კილაძე.  

თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ ფაქტზე განცხადება გაავრცელა. როგორც ინსტანციაში განმარტავენ, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა, ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო მოხმარების ფაქტზე დავით ხარშილაძის მიმართ.