ამინდის პროგნოზი

პრემიერ-მინისტრი უნგრელ კოლეგას შეხვდა

 
21 April, 2017   1 კვირის 1 დღის და წინ
 
93

პოლიტიკური ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი იყო საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები. 

გიორგი კვირიკაშვილმა ვიქტორ ორბანს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ წლების მანძილზე, საქართველოსა და უნგრეთს შორის მრავალი მიმართულებით მტკიცე და წარმატებული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. საუბრისას, ყურადღება დაეთმო საინვესტიციო მიმართულებას და უნგრული კომპანიების მზარდ ინტერესს საქართველოში დაგეგმილი პროექტებისადმი;

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საგანმანათლებლო სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, რის შედეგადაც ქართველ სტუდენტებს უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა ეძლევათ; საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიღწევებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. გიორგი კვირიკაშვილმა უნგრეთს ამ პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

 

"ჩვენ დიდად დავალებულნი ვართ და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამ ვალის დაბრუნება და ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვა"

 
7 საათის და 28 წუთის წინ
 
376
 

"ფასდაუდებელია გავლენა, რომელიც აშშ-ის მიერ დაფინანსებულმა საგანმანათლებლო პროგრამებმა მოახდინა ჩვენს ცხოვრებაზე"

 
28 April, 2017
 
108
 

ყატარის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Alfardan Group საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა

 
28 April, 2017
 
89
 

"საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე - სტრატეგიული ურთიერთობების ხარისხში გადავიდა"

 
26 April, 2017
 
126
 

გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის პრეზიდენტს კლაუს იოჰანის შეხვდა

 
26 April, 2017
 
80
 
ყველა მსგავსი სიახლე