ამინდის პროგნოზი

"ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებზე პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის

 
21 April, 2017   1 კვირის 1 დღის და წინ
 
105

ოპოზიციური პარტია "ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებზე პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის. პლებისციტი ორ საკითხს შეეხება - პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს და საპარლამენტო არჩევნების სისტემას.

როგორც დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იმ სიტუაციში, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილები მიღებული იქნება მხოლოდ ერთი პოლიტიკური გუნდის მიერ, აუცილებელია ისეთი  ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ქვეყანაში მომავალი დაპირისპირების რისკს შეამცირებს და სიტყვას მისცემს საქართველოში მთავარ არბიტრს, ქართველ ხალხს.

"ჩვენი ინციატივაა საქართველოს კონსტიტუციის ორ მთავარ საკითხზე ჩატარდეს პლებისციტი. ეს საკითხებია- პრეზიდენტის პირდაპირ არჩევა და საპარლამენტო არჩევნების სისტემა. აქმ საკითხებთან დაკავშირებით ქართველმა ხალხმა უნდა დააფიქსიროს საკუთარი აზრი. ამ ქვეყანაში ხელისუფლების მთავარი წყარო არის ხალხი.  პოლიტიკოსების უფროსი არის ხალხი. ამიტომ  მე, როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი  პირობას ვდებ, რომ როგორიც არ უნდა იყოს პლებისციტის შედეგი მე მას დავემორჩილები, ვაღიარებ და ხმას მივცემ შესაბამისად. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, მისცეს ხალხს გადაწყვეტილების მიღების უფლება. მოვუწოდებ გიორგი კვირიკაშვილს, იყოს  არა ერთი პოლიტიკური გაერთიანების პრემიერ-მინისტრი, არამედ მოიქცეს როგორც ქართველი ხალხის პრემიერ-მინისტრი და მისცეს ქართველ ხალხს არჩევანის უფლება, სურს თუ არა ამოსახლეობას პრეზიდნეტის არჩევა და როგორი უნდა იყოს პარლამენტი“,-  განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ხელისფლებას თუ არ ეყოფა პოლიტუკური ნება, მაშინ „ევროპული საქართველო“ დაიწყებს მოლაპარაკებს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრთან და პრეზიდენტთან,  რათა დაიწყოს ხელმოწერების შეგროვება.

 

"ეს ნიშნავს, რომ ისინი ვერ ერკვევიან საყოველთაო, სახალხო განხილვის არსში“

 
21 April, 2017
 
87
 

"არანაირ პოლიტიკურ ალიანსს არ განვიხილავთ ბატონ მარგველაშვილთან, მაგრამ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის ინსტიტუტს"

 
07 April, 2017
 
85
 

საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე თეთრ სახლში აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო

 
06 April, 2017
 
215
 

"ძლიერი საქართველო ისევე სჭირდება ამერიკას, როგორც ძლიერი ამერიკა - საქართველოს"

 
08 March, 2017
 
216
 

"იმისთვის, რომ საქართველოში აღარასდროს განმეორდეს 1921 წლის 25 თებერვალი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აშშ-ის მხარდაჭერას"

 
25 February, 2017
 
175
 
ყველა მსგავსი სიახლე