ამინდის პროგნოზი

თბილისში პოლიციის ავტომობილი 8 მეტრის სიმაღლიდან ეზოში გადავარდა

 
21 April, 2017   1 კვირის 1 დღის და წინ
 
701

თბილისში, დღეს 06:00 საათზე პოლიციის ავტომობილი, რომელიც ფანასკერტელის ქუჩის მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობდა, 8 მეტრის სიმაღლიდან ეზოში გადავარდა და დაიმტვრა.

ავტომობილი ეზოში მდგარ მანქანას დაეცა და დააზიანა. 

შემთხევიდან რამდენიმე წუთში ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახური მივიდნენ. ადგილობრივების თქმით, მათი ეზოს თავზე გზა გადის, რომელსაც არ აქვს დამცავი ჯებირი და მსგავსი შემთხვევები ადრეც მომხდარა. 

შს სამინისტროში ადასტურებენ, რომ მანქანა მათი უწყების საკუთრებაა და თბილისის პოლიციის სამმართველოს ერთ-ერთ დანაყოფს ეკუთვნის. მათივე ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.