ამინდის პროგნოზი

"ეს ნიშნავს, რომ ისინი ვერ ერკვევიან საყოველთაო, სახალხო განხილვის არსში“

 
21 April, 2017   1 კვირის 1 დღის და წინ
 
87

"ევროპულის საქართველოს" მოთხოვნას, რომ პრეზიდენტის არჩევის წესსა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პლებისციტი ჩატარდეს, მმართველი გუნდი პასუხობს.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მოთხოვნის ავტორები საერთო სახალხო განხილვის არსში ვერ ერკვევიან.

მისივე განცხადებით, სწორედ ამიტომ ხელისუფლების პასუხი მოთხოვნაზე დადებითი ვერ იქნება.  

"როდესაც კონსტიტუციის ცვლილებებზეა საუბარი, კონსტიტუციას წერენ სპეციალისტები, პოლიტიკოსებთან ერთად ხალხი განიხილავს და საბოლოოდ იღებს პარლამენტი კონსესუსის გზით. ჩვენ ნამდვილად ვერ ვივლით ელცინის მიერ დამკვიდრებული გზით გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვიცით თავის დროზე როგორ შეიქმნა რუსეთის კონსტიტუცია და ამ გზას ჩვენ ვერ მივყვებით. არსებობს ასევე სხვა მაგალითები და ვერ ვიტყვით, რომ საერთაშორისო პრაქტიკამ ამ მიმართულებით გაამართლა. განცხადების ავტორები, რომლებიც ამბობენ, რომ მაინცდამაინც პლებისციტია ის ერთადერთი საშუალება, რითაც ჩვენ უნდა გავიგოთ ხალხის აზრი, ეს ნიშნავს, რომ ისინი ვერ ერკვევიან საყოველთაო, სახალხო განხილვის არსში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.