ამინდის პროგნოზი

21-ე საუკუნის "ღიმილის ბიჭები“

 
08 August, 2015   1 წელი 5 თვის წინ
 
1558

„დედა, იცი, რატომღაც მგონია, ეს ჩემი სიცოცხლის ბოლო დღეა,  არ გეგონოს მხოლოდ მე ვფიქრობ ასე, ყველანი ერთ აზრზე ვართ და წერილებს ვწერთ, წერილს „შემთხვევითობას შეწირულებს“ ვარქმევთ ... თუ კი ვინმე, ერთი მაინც გადარჩა წერილი შენამდე მოაღწევს... ადვილი მოსალოდნელია  მე  არ დავბრუნდე,  მაგრამ ერთი მაინც ხომ  დაბრუნდება და ის მოგიტანს .... მეტს ვერაფარს გწერ, უბრალოდ მიყვარხარ... აქ სროლის ხმაა. შენი გიორგი“.

ზემოთაღნიშნული „ის ერთი“ მე აღმოვჩნდი, რომელმაც მეშვიდე ბატალიონის ჯარისკაცის დედას ერთადერთი შვილის  უკანასკნელი წერილი ჩამოუტანა... მე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გადამარჩინა, ხოლო ისინი ვინც აგვისტოს მოვლენებს  სიცოცხლის ფასად შეეწირნენ,  ქართველობა გადაარჩინეს.

დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ხანმოკლე პერიოდში აგვისტოს თვემ  სამჯერ  საბედისწერო როლი შეასრულა: 1) 1991 წლის 19 სექტემბერს ეროვნული გვარდია თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით რკონში გაიჭრა, რამაც, საბოლოოდ, რამდენიმე თვეში სამოქალაქო ომი გამოიწვია; 2) 1992 წლის 14 აგვისტოს სახელმწიფო საბჭოს სამთავრობო ნაწილები აფხაზეთში შევიდნენ, რასაც, შედეგად, აფხაზეთის დაკარგვა მოჰყვა; 3) 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის ტრაგედია დატრიალდა, რაც 26 აგვისტოს რფ-ის მიერ აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ აღიარებით დაგვირგვინდა.

ამჯერად, ყურადღებას 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე შევაჩერებ, მოვლენებზე, რომელიც ჩემი თვალით ვნახე და რომელსაც არაერთი ახლობელი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მზარდი დაძაბულობისა და ინციდენტების შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ქალაქ ცხინვალსა  და მის შემოგარენში მძიმე ბრძოლები დაიწყო. ბრძოლები, რომელიც მალე საქართველოს სხვა კუთხეებსაც მოედო.  ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. რუსების მიერ სხვა რაიონებთან ერთად ოკუპირებულ იქნა ქალაქები - ფოთი და გორი. კონფლიქტურმა მხარეებმა  12 აგვისტოს საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაციებისა და საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით   ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. ქართულმა მხარემ ოფიციალური მონაცემებით საქართველოს  170 სამხედრო მოსამსახურე, 14 პოლიციელი და 228 რიგირთი მოქალაქე  დაკარგა, ხოლო 1 747 პირი დაჭრა.

რუსეთმა საქართველოში 7 დან 12 აგვისტომდე დაახლოებით 40 000 ჯარისკაცი გადაიყვანა. მათგან 20 000 როკის გვირაბის გავლით შევიდა ე.წ. სამხრეთ ოსეთში და დამატებით იმდენივე შეიყვანეს  აფხაზეთშიც. რუსების ამ რეგიონებში განლაგებული საერთო რაოდენობა 3 ჯერ აღემატებოდა საქართველოს  არმიას. რუსეთის თვითმფრინავებმა 5დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 400-ზე მეტი საჰაერო იერიში მიიტანეს 36 სამიზნეზე, ხოლო მარტო 9 აგვისტოს 120 გაფრენა განხორციელდა.

7 აგვისტო - თავდასხმებმა ქართულ სოფლებზე  მწვავე ხასიათი მიიღო.  სეპარატისტები ქართულ სოფლებს ერედვის, ფრისს, ავნევს, დვანსა და ნულს, ფრონეს ხეობას განუწყვეტლივ ბომბავდნენ. ღამით გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ ქართულ მხარეს ცეცხლი არ გაუხსნია, თუმცა, მას შემდეგ რაც სეპარატისტებმა ცეცხლი მსხვილკალიბრიანი - 12-მილიმეტრიანი ქვემეხიდან გახსნეს, ცეცხლი ქართულმა მხარემაც გახსნა.  ეს ის დღეა, როდესაც  ბრალდებული ექსპრეზიდენტი სააკაშვილი საგანგებო განცხადებით გამოდის „ქართული მხარე მაქსიმალური თავშეკავების გამოჩენისათვის მზადაა",  საქართველოს საგარეო უწყება კი რუსეთს სეპარატისტებზე თავისი ზეგავლენის გამოყებისკენ მოუწოდებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 7 აგვისტოსთვის საქართველოს ათი ჯარისკაცი დაიღუპა.

პრეზიდენტის ბრძანებით ქართულმა მხარემ ცალმხრივი სროლის შეწყვეტა გამოაცხადა.

ოსურმა მხარემაც  ცეცხლი შეწყვიტა, თუმცა ოსურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია. შეტევა სოფელ თამარაშენზე დაიწყო. ქართულმა მხარემაც  სამხედრო ოპერაციით უპასუხა, რომლის მიზანი სამშვიდობო ჯარების სარდალ ყურაშვილის განცხადებით, რეგიონში „კონსტიტუციური წესრიგის" დამყარება იყო. ქართული მხარის საბრძოლო მოქდებებების დაწყებამდე რუსეთის 58-ე არმია როკის გვირაბით ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემოვიდა.

8 აგვისტო -   ოსური მხრიდან ცეცხლი არ წყდება. იბომბებოდა  მშვიდობიანი მოსახლეობა. მსხვერპლიც იყო.ვლადიმერ პუტინმა, რომელიც იმჟამად რუსეთის პრემიერ-მინისტრი გახლდათ,   საქართველოს "აგრესიული ქმედებები" დაგმო და დასძინა, რომ რუსეთი ამ ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებდა.

11:40 საათზე სააკაშვილის ბრძანებით ქართული სარეზერვო ჯარების მობილიზაცია გამოცხადა. იმ სარეზერვო ძალებისა, რომლის შემადგენლობაში მე და ჩემი მეგობრები ვიყავით... ახალგაზრდები, რომლებმაც თავდაცვაც კი არ ვიცოდით, თავდასხმაზე ხომ ზედმეტია საუბარი...

საქართველოს მთავრობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თავდასხმის აღსაკვეთად, საქართველოს ხელისუფლებამ იძულების წესით  ადეკვატური ზომების მიღება გადაწყვიტა. ქართულმა ქვედანაყოფებმა ცხინვალის მისადგომებთან  სამი სოფელი მუგუთი, დიდმუხა და  დმენისი დაიკავეს.
ტყვიავის სროლების პარალელურად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გონსალო გალეგოსიმ განცხადება გაარცელა, რომლის თანახმადაც ვაშინგტონმა  რუსეთს მოუწოდა "გავლენა მოახდინოს სეპარატისტებზე რათა სროლები შეწყდეს". 

საქართველოს სამხედრო შენაერთები ცხინვალის მისადგომებთან არსებულ თითქმის ყველა სტრატეგიულ სიმაღლესა და სოფელს აკონტროლებენ. ამასთან, ქალაქ ცხინვალში შევიდნენ.

საქართველოს ხელისუფლება 15:00 სთ-დან 18:00 საათამდე სროლაზე მორატორიუმს აცხადებს და ერგნეთში გაკეთებული დერეფნით მშვიდობიან და არა მარტო მშვიდობიან მოსახლეობას უსაფრთხოების გარანტიებს, გორში გადმოსვლასა და დაბინავებას სთავაზობს.

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა ორი ბომბი ჩამოაგდო.  დაიბომბა  მარნეულის სამხედრო აეროდრომი და ვაზიანის სამხედრო ბაზა. უკვე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 58-ე არმიის დანაყოფები ცხინვალის მისადგომებთან იმყოფებიან.

საქართველოს პარლამენტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ქართული მხარე მკაცრად იცავს მორატორიუმის პირობებს და ცეცხლის არ ხსნის. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო 00:00 საათიდან, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს.

ჯავაში რუსეთის სამხედრო ტექნიკა ლაგდება, რათა  ქართული არმია დაარღვიონ.

9 აგვისტო -  ეს ის ავადსახსენებელი დღეა, როცა რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა სენაკის სამხედრო ბაზა და ფოთის პორტი დაბომბეს. დაიღუპა  13 ქართველი ე.წ. რეზერვისტი და ათზე მეტი დაიჭრა.

ასევე, დაიბომბა გორი. ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რუსეთის საჰაერო ძალების ფსკოვის 76-ე საჰაერო დივიზია ცხინვალში შევიდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. საქართველოს პარლამენტმა 90 ხმით 0-ის წინააღმდეგ ერთხმად დაამტკიცა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება.

12:30 საათზე ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსებმა საპარაშუტო დესანტი გადმოსხეს. პრეზიდენტი სააკაშვილი საკუთარ გამოსვლაში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტაზე მოუწოდებს.

ფოთი კვლავ დაიბომბა.  საქართველო ერაყიდან ათასი სამხედრო მოსამსახურის უკან გამოწვევის გადაწყვეტლებას იღებს.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო თანამეგობრობას საქართველოში სიტუაციის მშვიდობიან გადაჭრაში დახმარებას სთხოვს.

იბომბება ლიახვის ხეობის ცხრა სოფელი. არის მსხვერპლი. ხეობაში დარჩენილი მოსახლეობა შველას ითხოვს.
საქართველოში იწ საერთაშოროსო ორგანიზაციების დამკვირვებელთა ჯგუფები ჩამოდის.

ცხინვალში ბრძოლები მძაფრდება. რუსეთის სამხედრო ავიაცია ონის რაიონის სოფლებს წედისს და ბარსს ბომბავს. არიან დაღუპულები და დაჭრილები.

ჯორჯ ბუშმა რუსეთს  შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოს პირველი პირი აცხადებს მხარს  საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულია 55 ადამიანი, მათ შორის 15 მშვიდობიანი მოქალაქე და 40 სამხედრო მოსამსახურე.

რუსეთის ბომბდამშენებს იერიში ბაქო-თბილისი_ჯეიჰანის საერთაშორისო ნავთობსადენზე მიაქვთ.ზემო აფხაზეთის სოფლები ომარიშარა, საკენი, ქვაბჩარა და ჩხალთა იბომბება. ქართულ მხარეს იერიში  როკის გვირაბზე მიქავს.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს სამთავრობო ძალები ცხინვალსა და მის შემოგარენს აკონტროლებენ.

10 აგვისტო -  დილის საათებში საქართველომ ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა და რუსეთს მოლაპარაკება შესთავაზა.

რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ  საქართველოს ხელისუფლებას ცხინვალის რეგიონიდან სამხედრო ნაწილების გამოყვანა მოსთხოვა.

რუსულმა  ავიაციამა და არტილერიამ ცხივნალი კვლავ  დაბობეს. ამასთან, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იბომბება.

ქართული მხარე რუსეთის სამშვიდობოების  ზუგდიდში შესვლას თანხმდება. თუმცა პარალელურად იბომბება გორი  და მისი მიმდებარე ტერიტორიები.

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე  საქართველოს შეიარაღებული ჯარები სამხრეთ ოსეთში ცეცხლს წყვეტენ. თუმცა, ამის მიუხედავად რუსული ავიაცია საავიაციო ქარხნის "თბილავიამშენის" ტერიტორიას ბომბავს.

ასევე ცეცხლის ალშია გახვეული ზემო აფხაზეთი.

ოფიციალური მონაცემებით,  94 ადამიანი დაღუპულია, მათ შორის 47 სამხედრო და 47 სამოქალაქო პირი.11 აგვისტო -  ზემო აფხაზეთი იბომბება. ამასთან რუსული ავიაცია თბილისსა და მის შემოგარენზე საჰაერო შეტევას ახორციელებს. სენაკში  სამხედრო ბაზას ოკუპანტები იკავებენ. ამასთან, აღსანიშნავია რუსეთში,   საქართველოს მოქალაქეებს აპატიმრებენ. ეთნიკური ნიშნით მოკლულია 7 ქართველი, ხოლო  20 დაკარგული.

საქართველოს პრეზიდენტი და უცხოელი დიპლომატები გორიდან სასწრაფოდ გამოიყვანეს. ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი თავის სამშვიდობო მისიას ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს.

სოფელ ტყვიავი იბომბება, ხოლო ხურჩა აფხაზებისა და რუსების შეიარაღებული ნაწილები იკავებენ.სენაკის სამხედრო აეროპორტი და სამხედრო ბაზა იმობმება.

12 აგვისტო -  ზემო აფხაზეთის მიმართულებით ოკუპანტები  სამხედრო ოპერაციას იწყებენ. გორის რაიონის სოფელი თორტიზა იბომბება. რუსულ ავიაციას იერიში თბილისის ზღვაზე  მიქავს.

სენაკში თავდაცვის სამინისტროს მე-2 ბრიგადის ბაზის ინფრასტრუქტურა იბომბება.  დაღუპულია 175 ადამიანი.

13 აგვისტო - გორს ოკუპანტები აკონტროლებენ, თუმცა ფოთს ტოვებენ. ამასთან,  გორთან დასავლეთისკენ მიმავალი საავტომობილი გზა იკეტება. რუსეთი კვლავ არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას. გორი იბომბება. ოკუპანტები მესტიას იკავებენ.

საქართველოში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

14 აგვისტო -  მესტია  რუსი ოკუპანტებისგან თავისუფლდება.  

15 აგვისტო -  პარტიარქი გორში მიდის, პარალელურად ოკუპანტები  მდინარე ცხენისწყლის საავტომობილო ხიდი კეტავენ.

საქართველოს პრეზიდენტი ხელს  ცეცხლის შეწყვეტის გეგმას აწერს. ამასთან, იბომბება  ბორჯომისა და ცემის მიმდებარე ტერიტორია.

16 აგვისტო - კასპის რაიონში მეტეხი-გრაკალის გადასარბენი ინაღმება და იბომბება, ამასთან რუსული ვეტრფრენები სურამის ტყეში ცეცხლგამჩენ ჭურვებს ყრიან. თუმცა,  მედვედევი   ხელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გეგმას აწერს.

17 აგვისტო -  მედვედევი  სარკოზს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას პირდება.

18 აგვისტო -  რუსი  ოკუპანტები გორის სატელევიზიო ანძას შტურმით  იღებენ და  მომსახურე პერსონალს კლავენ. პარალელურად  განმუხურის პატრიოტთა ბანაკს წვავენ .

19 აგვისტო -  ოკუპამტები  ოსიაურის სამხედრო ბაზას აფეთქებენ. დაღუპულა 215 ადამიანი, 1469 დაჭრილი, ხოლო დაკარგულია 70 სამხედრო პირი.

20 აგვისტო -  კიკეთი იბომბება, ამასთან რუსი  ოკუპანტები საჩხერის რაიონის სოფელ პერევს  იკავებენ.

21 აგვისტო -  საქართველოს რუმინეთის პრეზიდენტი ჩამოდის. ტყვეთა გაცვლის შესახებ მოლაპარაკების პროცესი დიწყო. რუსეთს აკრძალული იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

22 აგვისტო - რუსეთი ენგურზე 18 საგუშაგოს განალაგებს. ოფიციალურად აფხაზეთში რუსული საოკუპაციო არმიის 2 142 სამხედრო რჩება . ამასთან, ხაშურიდან და გორიდან რუსი ოკუპანტების გადიან.

23 აგვისტო - სენაკის ბაზას რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილები  ტოვებენ.

24 აგვისტო -  საჩხერის რაიონის სოფელ პერევის ტერიტორიას რუსი ოკუპანტები იკავებენ.

25 აგვისტო -  რუსეთის დუმამ რუსეთის მისივე მიცემულ რეკომენდაციას  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე მხარი დაუჭირა.

26 აგვისტო  -  საქართველოს სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის  აღიარების ბრძანებას დიმიტრი მედვედევმა  ხელი მოაწერა.

ომი დამრთავდა. საქართველომ ტერიტორიებთან ერთად  მოქალაქეები  დაკარგა, ბევრი სისხლი დაიღვარა, სოფლები დაიბომბა, დედებმა ღმერთს შევედრებული შვილები მიწას მიაბარეს..... გარდა მწუხარებისა, მე დღესაც  დანაშაულის გრძნობა მტანჯავს....  ალბათ, სიმბოლური სახელი დავარქვით ზემოთაღნიშნულ წერილს, ალბათ, ისინი მართლა „შემთხვევითობას შეწირულები“ არიან.....  შესაძლოა,  მეც ვყოფილიყავი, რომ არა მოულოდნელი ავადობა...  2008–ის შემდეგ  7 წელია, გასული, მათგან 3 – უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში, ხელშესახები შედეგები კი როგორც არ იყო, ისე არ არის. ისევ ითვლიან, წერენ, აჯერებენ, ათანხმებენ, აზუსტებენ, დასკვნები გამოაქვთ, სანქციებს აწესებენ, შეშფოთებას გამოთქვამენ, სადღეგრძელოებში გარდაცვლილთა სულებს იხსენიებენ, სხვადასხვა განცხადებებს ავრცელებენ. ვინ არის ომზე პასუხისმგებელი? რას შეეწირნენ ქართველები?  კითხვები  ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია... 

პაპუნა შუშანია

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა