ამინდის პროგნოზი

მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანდნენ

 
14 September, 2015   1 წელი 5 თვის წინ
 
1525

13 სექტემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში "ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ნატვრის ხემ“ საქველმოქმედო გალა-კონცერტი გამართა.

ბავშვების დასახმარებლად მსოფლიო მეგა-ვარსკვლავები - ნინო სურგულაძე, ვუდი ალენის რჩეული, 21-ე საუკუნის უდიდესი ტენორი ფაბიო არმილიატო, მსოფლიო დივა დანიელა დესი, ალბერტო გაძძალე - ბარიტონი, ფრანჩესკა დეგო - ვიოლინო, მაესტრო დანიელე რუსტიონი გაერთიანდნენ.

საქველმოქმედო კონცერტ-მარათონს, რომლის რეჟისორი გოჩა კაპანაძე იყო, სიურპრიზის გარეშე არ ჩაუვლია. პირდაპირ სცენაზე ერთ-ერთ ბენეფიციარს, 2 წლის მარიამ ქველაძეს დაბადების დღე ტორტით მიულოცეს. 

როგორც ნინო სურგულაძემ კონცერტის ბოლოს აღნიშნა, ორი ათასი  გაყიდული ბილეთი, ოცი ათასზე მეტი ზარი და კომპანიების დიდი მხარდაჭერა იყო

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებიც და მაყურებლებიც ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ქველმოქმედება ყველა სფეროს წარმომადგენელს აერთიანებს და ამაღლებული გრძნობაა, როდესაც მსგავსი საღამოს მონაწილე ხარ.

როგორც დანიელა დესსიმ აღნიშნა, საღამო ძალიან ემოციური გამოვიდა, რადგან აუდიტორიაც ძალიან მგრძნობიარე გამოდგა.  

"ნინო სურგულაძე არის არაჩვეულებრივი ადამიანი, ვინაიდან ასეთ საღამოებს აწყობს", - აღნიშნა მან.

"ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში, რომ ჩავატარეთ კონცერტი, რომელიც ბავშვების დასახმარებლად იყო დაგეგმილი. ამაღლებული გრძნობაა, როცა საქველმოქმედო საღამოს მონაწილე ხარ. თუ კიდევ მომეცემა საშუალება, სიამოვნებით ჩავერთვები მარათონში", - განაცხადა ალბერტო გაძძალემ.

თავის მხრივ, ფაბიო არმილიატომ ქართველების თბილი დამოკიდებულება, სტუმართმოყვარეობა და მოსმენის დიდი კულტურა ხაზგასმით აღნიშნა.

"მქონდა ბედნიერება ნინო სურგულაძესთან ერთად შემესრულებინა „კარმენი“. დღეს, როცა კიდევ ერთხელ მომეცა ამის შესაძლებლობა, ის დღეები გამახსენდა. არაჩვეულებრივი საშუალება მოგვეცა დღეს გვერდით დავდგომოდით ბავშვებს", - განაცხადა არმილიატომ.

საღამო კომპანია "სოკარის" გენერალური სპონსპორობით ჩატარდა. როგორც „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მაირ მამედოვმა განაცხადა, კომპანია დიდი სიამოვნებით ეხმიანება ნინო სურგულაძის მიერ წამოწყებულ საქველმოქმედო საქმიანობას და პატივად მიიჩნევს ამ დიდ საქმეს სპონსორობა გაუწიოს.

"ძალიან ბედნიერი ვარ. მაყურებელმა, თითოეულმა ქართველმა, საქართველოს მოქალაქემ გააკეთა ის, რისთვისაც იყო ეს კონცერტი დაგეგმილი. მადლობელი ვარ, რომ შევძელით ამ ბავშვებს დავხმარებოდით. მადლობას ვუხდი ჩვენს სტუმრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც ერთი ლარი ჩარიცხა ჩვენს ფონდში. ჩვენ სისხლში გვაქვს ერთმანეთის დახმარება, გვერდში დგომა", - განაცხადა კონცერტის ორგანიზატორმა ნინო სურგულაძემ.

ღონისძიების გენერალური სპონსორი იყო  - „სოკარი“, ოქროს სპონსორი - „კოკა-კოლა“, სპონსორები - „ფასტ+1“, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა, „ლაბელ მედიქალი“, La Belle;

მუდმივი მხარდამჭერი - „თიბისი ბანკი“, მხარდამჭერები კი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, biletebi.ge, სარეკლამო კომპანია „ალმა“, „ფავორიტი“. ღონისძიების ოფიციალური მასპინძელი - Rooms Hotel.

საინფორმაციო მხარდამჭერები - საზოგადოებრივი მაუწყებელი, „რუსთავი 2“, „ერთსულოვნება“, „იმედი“, „მაესტრო“. რადიოები - „ფორტუნა; „აფხაზეთის ხმა“; „დარდიმანდი“; „კომედი რადიო“; „არ დაიდარდო“; ახალი ამბების სააგენტო „Front News”; პორტალი “Xnews”; „პრაიმტაიმი“; ახალი ამბების სააგენტო “acn.ge”; პორტალი „კვირა“, ახალი ამბების სააგენტო „Newposts”, გაზეთი „ახალი თაობა“ და გაზეთი “ქრონიკა +“.

ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე“ 2014 წელს დაფუძნდა. ფონდმა 2014 წელს ორი საქველმოქმედო მასშტაბური ღონისძიება გამართა. ღონისძიებებიდან შემოსული თანხით ათეულობით ბავშვს საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა.

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა