აფხაზეთში ომის დაწყებიდან 29 წელი გავიდა

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 29 წელი გავიდა. 

1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის და პოლიციის შენაერთები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შევიდნენ. ოფიციალურ მიზეზად რუსეთ-საქართველოს რკინიგზის სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დაცვა დასახელდა, რადგან გახშირებული ყაჩაღობის გამო საქართველო დიდ ზარალს განიცდიდა. აფხაზეთში შესვლიდან რამდენიმე საათში ქართულ ჯარს ე.წ აფხაზურმა გვარდიამ ცეცხლი გაუხსნა. ამის შემდეგ საქართველოს ეროვნული გვარდია სოხუმისკენ დაიძრა. 

სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. 

403-დღიან ომში 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დაიჭრა და დასახიჩრდა 10 000-მდე პირი. 300 000-ზე მეტი მოქალაქე საკუთარ ქვეყნაში დევნილად იქცა.

აფხაზეთის ომიდან 15 წლის შემდეგ, რუსეთმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მსგავსად, აფხაზეთშიც შეიარაღებული დაპირისპირების მთავარი მხარე იყო, აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საქართველოს ორი რეგიონი ოკუპაციის ქვეში მოაქცია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები