იერუსალიმში ძლიერი ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

კვირას, ქალაქ რამათ რაზიელში, იერუსალიმის მიმდებარედ გაჩენილმა ხანძარმა ტყისკენ გადაინაცვლა და ევაკუაციის აუცილებლობა შექმნა.

დედაქალაქიდან დასავლეთით, დაახლოებით 13 კილომეტრში გაჩენილმა ხანძარმა წარმოშვა უზარმაზარი კვამლი, რომელიც მთელ ქალაქს მოედო. იერუსალიმის სახანძრო და სამაშველო სამსახურების ოლქის უფროსმა ნისიმ ტვიტომ განაცხადა, რომ შესაძლოა, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბურ ხანძართან ქონდეთ საქმე. ცეცხლს 60-70 სახანძრო ჯგუფი და 12 თვითმფრინავი და ვერტმფრენი ებრძვის.

32 წლის მეხანძრე დაშავდა კვირას საღამოს, შორეშის მახლობლად ცეცხლთან ბრძოლისას. მას დახმარება ადგილზე გაუწიეს და შემდგომ უკვე სტაბილურ მდგომარეობაში გადაიყვანეს იჩილოვის სამედიცინო ცენტრში შემდგომი პროცედურებისთვის.

ერთ-ერთმა სახანძრო-სამაშველო რაზმის წევრის თქმით, ხანძარი სავარაუდოდ, ადამიანის ნამოქმედარია. თუმცა ჯერჯერობით უცნობია ეს იყო განზრახ ჩადენილი დანაშაული თუ დაუდევრობა.

ძლიერმა ქარმა და ცხელმა მშრალმა ამინდმა ცეცხლის სწრაფად გავრცელებას შეუწყო ხელი. ბეით მეირში, ქსალონში, რამატ რაზიელში, შორეშში, შოევასა და გივატ იარიმში მცხოვრებ მოსახლეობას სიფრთხილის გამო სთხოვეს სახლების დატოვება. ეიტანიმის ფსიქიატრიული საავადმყოფო ასევე ევაკუირებულ იქნა ყველა პერსონალისა და პაციენტისგან; ორი პაციენტი დაიკარგა სხვა ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაყვანისას. პოლიციის წარმომადგენელმა ელი ლევიმ არმიის რადიოს განუცხადა, რომ სულ მცირე 10 000 ადამიანი იქნა ევაკუირებული თავიანთი სახლებიდან.

ხანძრის გამო 395 და 3955 გზატკეცილებზე საავტომობილო მოძრაობა შეწყდა.

თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა სამხედრო სახანძრო-სამაშველო რაზმებს ხანძრის დამორჩილებაში მონაწილეობის მიღება უბრძანა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სახანძრო და სამძებრო-სამაშველო ძალები, ელიტალურ სავერტმფრენო-სამაშველო ძალებთან ერთად განლაგდნენ იერუსალიმის დასავლეთით მდებარე ბორცვებზე.

ისრაელს დახმარების გაგზავნა საბერძნეთმა შესთავაზა, სულ ცოტა ხნის წინ ისრაელის სახანძრო თვითმფრინავები სწორედ საბერძნეთში იმყოფებოდნენ ხანძრის კონტროლის მიზნით.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა კვირას დილის უშიშროების სხდომა დროზე ადრე დაასრულა, რომ უფრო მეტი ყურადღება გაემახვილებინა ხანძართან ბრძოლაში. კონსულტაციების შემდეგ მან განაცხადა, რომ საფრთხის მცირე ეჭვის არსებობის შემთხვევაშიც კი, ყველა მოსახლე იქნება ევაკუირებული.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ დამატებით დაფიქრდება, თუ არის აუცილებლობა იმისა, რომ ისრაელმა მიიღოს დახმარება სხვა ქვეყნებისაგან.

გარემოს დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მონიტორინგს უწევს ჰაერის დაბინძურებას კვამლის მაღალი დონის გამო, კერძოდ სამხრეთ-დასავლეთ იერუსალიმში. სამინისტროს ინფორმაციით, კვირას საღამოს მდგომარეობით, მიუხედავად ხილული კვამლისა, ჰაერის ხარისხის დონე დედაქალაქში მისაღებია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები