მეუფე იაკობი - ბრძოლა არსებობისთვის ხდება და ძლიერები გადარჩებიან, ამიტომ შიში დაივიწყეთ, მაგრამ ფრთხილად ვიყოთ

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას პანდემიის შესახებ ისაუბრა და მრევლს მოუწოდა, შიში დაივიწყონ და ფრთხილად იყვნენ.

"ჩვენ ახლა ქართველები ვართ, სხვა ერებიც ასე იქნებიან, მოსიყვარულე ერი ვიყავით და ვიცით. ბავშვობიდან მახსოვს, როგორი ნათესაობა გვქონდა, როგორი ახლობლობა გვქონდა, როგორი მისვლა მოსვლა და რაღაც გვქონდა და ახლა სულ გარე-გარეთ გავიდეთ, მე მასეთი ცხოვრებაც არ მინდა. როგორც ბერი, ჩემთვის არაფერი შეცვლილა, მაინც მასე ვცხოვრობდი, არც ზედმეტად ვიბან და არც ისე.

სანამ ახლა მიხვდებოდნენ, რომ ხელები უნდა გვებანა, ბევრმა ვიცოდით ხო მაგი, ხელის ბანა არის თუ პირის. უნდა შევეცადოთ, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ.

მე მინდა სხვა სახით შეგახედოთ ამ პანდემიაზე, როდესაც პანდემია ხდება, ან დიდი ომები ხდება, ან კლიმატური ცვლილებები ხდება, კაცობრიობაც გადაეწყობა ხოლმე და ფაქტიურად ჩვენს გენებს ბუნებრივად ეძლევა ახალი შესაძლებობები, რომ იმ პირობებში, არათუ არსებობა შეძლონ, გამარჯვებით გამოვიდნენ.

პროგრესიც დიდია ხოლმე და ბევრი კარგიც ხდება, სამწუხაროდ ეს ცუდი უნდა გავიაროთ, ესაა მსოფლიო ომები თუ პანდემიები. თუ დააკვირდებით, საზოგადოებაც იზრდება, ყოველი პანდემიის მერე იზრდება. თუ მანამდე რაღაცაზე არ ფიქრობდი, ბევრ ახალზე ფიქრობ, თითოეული ადამიანის სიკეთისთვის ბევრი რამე ხდება. ბრძოლა არსებობისთვის ხდება და ძლიერები გადარჩებიან, ამიტომ შიში დაივიწყეთ, მაგრამ დალხენილიც არ ვიყოთ. ფრთხილად ვიყოთ",- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები