ზვიად შალამბერიძე - მივუახლოვდით კიდევ ერთ ეტაპს, რომ უახლოეს პერიოდში დავიწყოთ წყალტუბოს სარეაბილიტაციო სამუშაოები

ქალაქ წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმ "მედეას“ ტერიტორიაზე წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა. 

"დღეს ჩვენ განვიხილეთ წყალტუბოს რეაბილიტაციის გენგეგმა. პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე აუცილებელია საზოგადოების ჩართულობა და შესაბამისად მოეწყო საჯარო განხილვა.  ეს არის მასშტაბური პროექტი, რომელზეც უკვე დაწყებულია მუშაობა და აქტიურად მიმდინარეობს. წყალტუბოს განვითარების გენერალური გეგმის კონცეფციით მივუახლოვდით კიდევ ერთ ეტაპს, რომ  უახლოეს პერიოდში დავიწყოთ სარეაბილიტაციო სამუშაოები", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ.

საჯარო განხილვაზე შეკრებილ დაინტერესებულ პირებს კურორტის კონცეფცია უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა მრავალდისციპლინარული საპროექტო ჯგუფის - „ბაუ დიზაინის“ სპეციალისტებმა წარუდგინეს. 

კომპანია „ბაუ დიზაინმა“ წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის შემუშავებაზე 2020 წლის სექტემბერში ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. კომპანიამ  ამ ეტაპზე წარმოადგინა წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია თანმხლები მასალებით. კერძოდ, კონცეფციის შემუშავებისთვის მოსამზადებელი კვლევები, დაზუსტებული გეგმარებითი ერთეული, კურორტის განვითარების ხედვა და სტრატეგია, სიცოცხლისუნარიანობის შეფასება და გენერალური გეგმის სკოპინგის პროცედურასთან დაკავშირებული მასალები. 

წყალტუბოს გენგეგმით უნდა განისაზღვროს ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც კურორტს შეუნარჩუნებს უნიკალურ ფუნქციურ-გეგმარებით სტრუქტურას და ქალაქს ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან დაიცავს. 

გენგეგმა დაადგენს, თუ რა მოცულობის მშენებლობის განხორციელებაა შესაძლებელი წყალტუბოს ცენტრალურ ზონაში. ამის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საპრივატიზაციო წინადადებებს გენგეგმის ავტორებთან და საპროექტო ჯგუფებთან ერთად მოამზადებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები