ოთარ ანგურიძე - ეკონომიკას თავის ლოგიკა და შესაბამისი მათემატიკური ახსნები აქვს, რაშიც პოლიტიკის გარევა არც გონივრული და არც სინდისიანი საქციელია

ექსპერტი ოთარ ანგურიძე "საქსტატის" მიერ გუშინ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმაურება.

"მინდა გამოვეხმაურო "საქსტატის“ მიერ გუშინ გამოქვეყნებულ  მონაცემს. ამბავი  ატყდა, თითქოს  ვინმე  ამ  გაგანია  პანდემიაში დასაქმების  მაჩვენებლების ზრდას  ელოდებოდით. ეკონომიკას თავის  ლოგიკა და შესაბამისი მათემატიკური ახსნები აქვს, რაშიც პოლიტიკის გარევა არც გონივრული და არც სინდისიანი საქციელია.

უმუშევრობის დონე 2021 წლის მეორე კვარტალში გაიზარდა და 22.1% შეადგინა. ხოლო უმუშევართა რაოდენობამ 345 ათასი კაცი შეადგინა. ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 23.1 ათასი კაცით შემცირდა რაც სამუშაო ძალის ზრდას უკავშირდება.

ზოგადად კრიზისებს და მითუმეტეს, როცა საქმე გვაქვს მსოფლიო პანდემიასთან, რომელთან ბრძოლაშიც მთელი მსოფლიო აღმოჩნდა გამოუცდელი გასაკვირი არაა, რომ უმუშევრობის ზრდა დაფიქსირდა 2021 წლის მეორე  კვარტალში. მითუმეტეს, როცა აღნიშნული სტატისტიკა ძირითადად გასულ წელს უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს აღრიცხავს, რომლებიც ოფიციალურ მონაცემებში მომავალ პერიოდებში მოხვდნენ.

ამასთან, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის აქტიურობის დონე 50.3%-დან 51.4%-მდე გაიზარდა, ხოლო თავად სამუშაო ძალა 44.1 ათასით გაიზარდა. 

აღნიშნული მოცემულობიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის პოზიტიური ტენდეცია, რომელიც ახლავს მიმდინარე წელს ეკონომიკის გაჯანსაღებას, მომავალ საანგარიშო პერიოდებში უფრო მეტად იქნება რაოდენობრივ მაჩვენებლებში გამოსახული. რის კარგ მაგალითსაც იძლევა 2021 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემები, სადაც ფიქსირდება ეკონომიკის მაღალი (ორნიშნა) ზრდა, ექსპორტის ყოველთვიურად რეკორდულ ნიშნულებზე გასვლა, სახელმწიფო პროგრამების გაფართოება და ა.შ. რამაც პირდაპირ შეუწყო ხელი დასაქმების ბაზრის გააქტიურებას", - წერს ანგურიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები