დავით ჭიჭინაძე - "ქართული ოცნება“ რკინებით შემოღობილი ატარებს რეგიონებში შეხვედრებს, ხალხი ახლოს რომ ვერ მივიდეს მათთან

ერთადერთი რაც მოახერხეს, 2012 წელს ამხელა სიყვარულით მოსული "ქართული ოცნება“ დღეს რკინებით შემოღობილი ატარებს რეგიონებში შეხვედრებს, ხალხი ახლოს რომ ვერ მივიდეს მათთან, - აცხადებს "ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე.

"43%-იც ხომ მაგიტომ ამოიღეს, მათზე უკეთ არავინ იცის ადამიანების განწყობა. ამას ემატება ისიც, რომ "ოცნებას“ ძალაუფლების ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა აქვს და თავისი გუნდის რცხვენია: სიის ყოფილი პირველი ნომერი, გახარია, ცალკე მონაწილეობს არჩევნებში; ყოფილი პარტიის თავმჯდომარე საერთოდ არ ჩანს; მოქმედი პარტიის თავმჯდომარეც არ ჩანს და კამპანიას ღარიბაშვილი და კუჭავახელმძღვანელობს, თან აბსოლუტურად გაუგებარი ადამიანებით გარშემორტყმულები.

მოკლედ, ერთ მხარესაა პრივილეგირებული “ოცნება” თავისი მხარდამჭერებით, მეორე მხარეს დანარჩენი საზოგადოება, ხალხი, ვისაც ყველა აბსოლუტურად უფლება ჩამორთმეული აქვს.

ჩამოინგრეული ყველა ინსტიტუტი, კატასტროფამდე მიიყვანილი ქვეყანა, საყოველთაო ჯანდაცვა, ერთ დროს ასე საამაყო მათთვის და დღეს ესეც ჩამომხობილი... ამდენი ადამიანი იღუპება ყოველ დღე და ერთადერთი, რასაც ზუსტად ვხედავთ არის, ის, რომ "ოცნებაში“ არც სახელმწიფოებრიობის განცდა აქვს ვინმეს და არც პასუხისმგებლობა! აი, ამიტომ უნდა წავიდეთ ოქტომბერში რეფერენდუმზე, ქვეყნის, ადამიანებისგადარჩენის საკითხი დგას დღეს",- აცხადებს დავით ჭიჭინაძე

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები