ზელენსკიმ რუსული ვებგვერდების და მედიის დაბლოკვის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შესახებ "როსტელეკომის", "ბიზნეს ნიუს მედიას, (დამფუძენებელი "ვედომოსტი"), რუსული გაზეთის "მოსკოვსკი კომსომოლეცის", "ვერსიას", "ტრკ-ს"-ის და სხვ. დაბლოკვის თაობაზე.

ზელენსკის განკარგულებით სანქციები სულ 12 რუსულ იურიდიულ პირს შეეხება, მათი უმრავლესობა მედიასაშუალებაა. სანქციები ასევე შეეხება რუსულ "ისტორიული პერსპექტივის კვლევის ფონდს".

ამ რესურსებზე, ისევე როგორც მათ ქვედომენებზე წვდომა დაბლოკილია.

უკრაინის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, იბლოკება წვდომა დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ხელმძღვანელთან დენის პუშილინთან დაკავშირებულ ორ რესურსთანაც, ქვედომენების  - "gt-news.info", "gorlovka-news.su" ჩათვლით.

მსგავსი სიახლეები