ვასილ გველესიანი - ჩვენ ყველა სოფელში კონკრეტული სამოქმედო გეგმით მივდივართ

"ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიასა და თითოეული სოფლისთვის უკვე შემუშავებულ სამოქმედო გეგმას აცნობს. მერობის კანდიდატმა სამოქმედო გეგმა ამჯერად ზედა საქარის მოსახლეობას გააცნო.

ვასილ გველესიანის განცხადებით, სოფლებში მთავარ პრობლემას წყალმომარაგება წარმოადგენს, რომლის გადაჭრის გზებზეც მომავალი 4 წლის განმავლობაში იზრუნებს.

"დღეს შეხვედრა ზედა საქარის ადმინისტრაციულ ერთეულში გავმართე. მოსახლეობასთან აქტუალურ საკითხებზე ვისაუბრე და მათი მოსაზრებები მოვისმინე. ამ სოფლის მთავარ პრობლემას წყალმომარაგება წარმოადგენს. ჩვენ ყველა სოფელში კონკრეტული სამოქმედო გეგმით მივდივართ, რომელსაც მომავალი 4 წლის მანძილზე ერთად განვახორციელებთ. გარდა ამისა, შეხვედრებზე განვიხილავთ პანდემიისგან გამოწვეულ პრობლემს და მოვუწოდებთ მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ“, - აცხადებს ვასილ გველესიანი.

უახლესი ამბები