ვახო სანაია - ეს ქმნის დაუსჯელობის სინდრომს და ამან მოიტანა 5 ივლისი

"ფორმულას" ტელეწამყვანის ვახო სანაიას თქმით, მასზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულების გათავისუფლება ქმნის დაუსჯელობის სინდრომს და ამით, ხელისუფლებამ მაგალითი მისცა სხვებს. 

მისივე შეფასებით, მოსამართლემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა საზოგადოების დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ. 

"ივლისში შეეძლო გადაწყვეტილების გამოცხადება და აგვისტოს ბოლომდე გაწელა, რადგან 25-ში იყო 6 თვე გასული, სწორედ 6 თვე მიუსაჯა, მაგრამ დამნაშავედ სცნო. სამარცხვინო სასამართლო გვყავს. მოსამართლემ სპეციალურად მიიყვანა აქამდე საქმე, ჟურნალისტზე, ჩვენს ოჯახზე თავდასხმის საქმე. ეს ქმნის დაუსჯელობის სინდრომს და ამან მოიტანა 5 ივლისი და ჩვენი კოლეგის მკვლელობა. 

ამ მოსამართლემ, რომელსაც აბარებენ ხოლმე მნიშვნელოვან საქმეებს, კიდევ ერთხელ დაამტკიცა ამ სასამართლოს მიმართ ჩვენი დამოკიდებულება და საზოგადოების დამოკიდებულება", - განაცხადა ვახო სანაიამ. 

"ფორმულას" ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები საპატიმროს დღესვე დატოვებენ. სამივე მათგანს შეეფარდა 6-თვიანი პატიმრობა, ეს ვადა კი დღეს იწურება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები