ინგა გრიგოლია - გამოუშვა იმიტომ, რომ ღარიბაშვილი თავად არის მოძალადე და ამ არჩევნებზე მოძალადეების იმედი აქვს

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების გათავისუფლების  გადაწყვეტილებით, ხელისუფლებამ ჟურნალისტებზე თავდასხმა კიდევ ერთხელ წაახალისა.

"დღეს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ უთხრა მოძალადეებს, სადაც დაინახავთ ჟურნალისტებს, ვინც გვაკრიტიკებს, დაესხით თავს, მოკალით ცემაში, პატარა შვილის თვალწინ შეგიძლიათ გაუსწორდეთ ან შეგიძლიათ ცემით სიკვდილამდე მიიყვანოთ, მაგრამ თქვენი თავისუფლება არის გარანტირებული. დღევანდელმა დამონებულმა სასამართლომ ეს ყველაფერი ცხადყო. სპეციალურად მიუსაჯეს ექვსი თვე, რომ უკვე გაათავისუფლონ, წინ არის არჩევნები და ჩვენ გვყავს მოძალადე ხელისუფლება, რომელმაც დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა ეს, როცა ასეთი სასტიკი ძალადობის ავტორები გამოუშვა გარეთ. გამოუშვა გარეთ იმიტომ, რომ ღარიბაშვილი თავად არის მოძალადე, ღარიბაშვილი თავად დგას მოძალადეებზე და ამ არჩევნებზე მოძალადეების იმედი აქვს", - განაცხადა გრიგოლიამ.

"ფორმულას" ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები საპატიმროს დღესვე დატოვებენ. სამივე მათგანს შეეფარდა 6-თვიანი პატიმრობა, ეს ვადა კი დღეს იწურება.

უახლესი ამბები