ჭიათურაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა

ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით ჭიათურაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა.

იმუნიზაციის ცენტრი სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ჭიათურის მერთან გივი მოდებაძესთან  და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა და იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

ჭიათურაში ️მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი პირველი საჯარო სკოლის სივრცეში მოეწყო და მოსახლეობას საშუალება აქვს რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ ვაქცინა. 

იმუნიზაციის ცენტრში მობილიზებული ამცრელი ბრიგადები უზრუნველყოფენ დღიურად 400-დან 500 ადამიანამდე აცრას. ადგილზე მისული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია "Pfizer"-ის, "Sinovak"-ის და "Sinopharm"-ის ვაქცინებით. "Sinopharm"-ის აცრა შეეძლებათ იმ პირებს, რომელთაც მეორე დოზით უწევთ ვაქცინის გაკეთება. 

27 აგვისტოდან დღეიდან შეზღუდულია "Sinopharm"-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე.

შეზღუდვა არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის.

ჭიათურაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრამდე მოქალაქეების მისვლას საჭიროების შემთხვევაში ჭიათურის მერია ტრანსპორტით უზრუნველყოფს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები