ნოდარ ჩიმაკაძე - ამ ეტაპზე აღარ არის იმის საჭიროება, რომ საველე ჰოსპიტალში პაციენტები მოხვდნენ

დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის პაციენტთა მიღების აუცილებლობა აღარ არსებობს, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ნოდარ ჩიმაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჩიმაკაძემ აღნიშნა, სტაციონარული საწოლები თავისუფალია და აღნიშნა, რომ დიღმის საველე ჰოსპიტალი ახლა სარეზერვო ჰოსპიტალი იქნება.

"დღევანდელი მდგომარეობით, დიღმის საველე ჰოსპიტალში 25-მდე პაციენტია, შეინიშნება მცირედი სტაბილიზაცია. პაციენტთა უმრავლესობის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. დღეს ვგეგმავთ მათ გაწერას, ამის შემდგომ დიღმის საველე ჰოსპიტალი პაციენტებს აღარ მიიღებს და იქნება სარეზერვო ჰოსპიტალი. იმ შემთხვევაში, თუ დასჭირდება მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება მისი გამოყენება. შეინიშნება მცირედი სტაბილიზაცია, სტაციონარული საწოლები არის თავისუფალი, შესაბამისად, არ არის იმის საჭიროება, რომ საველე ჰოსპიტალში პაციენტები მოხვდნენ“, – განაცხადა ნოდარ ჩიმაკაძემ.

უახლესი ამბები