მეუფე შიო - როგორც არასდროს, ამ დღეს ვგრძნობთ ღვთისმშობლის სიახლოვეს და მის მფარველობას

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ყოველი ჩვენგანის ზეციური დედა, ჩვენი ნუგეშისმცემელი და შემწე ცხოვრებისეული ჯვრის ტვირთვაში,  მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა მისი სიყვარული, ის იხსნის ჩვენს სულებს სიკვდილისგან, ამას გვასწავლის დღევანდელი დღესასწაული და წმინდა ეკლესია, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა და მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

"დღეს განსაკუთრებული დღეა. როგორც არასდროს, ამ დღეს ვგრძნობთ ღვთისმშობლის სიახლოვესა და მის მფარველობას. ღვთისმშობელი ჩვენთან არის და ჩვენც, ქართველებს გვაქვს ეს განსაკუთრებული ნუგეში, რომ მან იწილხვედრა ჩვენი ქვეყანა და გამოავლინა განსაკუთრებული მფარველობა ჩვენი ერის მიმართ. ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება, როცა მივმართავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩვენი განსაცდელების ჟამს, იგი ისმენს ჩვენს ლოცვებს, ვედრებას და გვეხმარება, გვეწევა. 

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ყოველი ჩვენგანის ზეციური დედა და იგი არის ჩვენი მეოხე, მფარველი, ჩვენი ნუგეშისმცემელი და შემწე ჩვენი ცხოვრებისეული ჯვრის ტვირთვაში, მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა მისი სიყვარული, მეოხება და შუამდგომლობა. ის იხსნის ჩვენს სულებს სიკვდილისაგან. ამას გვასწავლის დღევანდელი დღესასწაული და წმინდა ეკლესია. სიკვდილისგან იხსნის ღვთისმშობელი ჩვენს სულებს. 

ყველანი მოკვდავნი ვართ, ადრე თუ გვიან, ვიცით, რომ ყველანი გარდავიცვლებით, მაშინ რომელი სიკვდილის გამოხსნაზეა საუბარი. სიკვდილი არსებობს სხვადასხვაგვარი. ხორციელი, მარადიული სიკვდილი. ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შევთხოვთ, რომ გვიხსნას და გვიხსნის მარადიული სიკვდილისგან, გვაცხოვნებს ჩვენ. წმინდანებს ვევედრებით, ასე ვლოცულობთ. ევედრეთ ღმერთს. მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ვეუბნებით და ვევედრებით, გვაცხოვნე ჩვენ, იმიტომ, რომ მას აქვს ეს მადლი, ძალა და კადნიერება ღვთის წინაშე. რას ნიშნავს გვაცხოვნე? როგორ გვაცხოვნებს, როდესაც ჩვენ მიცვალებულებისთვის ვლოცულობთ, რომ დაამკვიდრე ისინი, აცხონე ისინი. ცოტა ხნის წინ იყო ფერიცვალების დღესასწაული. იქ არის სიტყვები, არ მოგვიჩინე ჩვენ ცოდვილთან ნათელი შენი მიუაჩრდილებელი. ამ მიუაჩრდილებელ ნათელში შევყავართ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, სადაც ბრწყინავს ეს ნათელი, სადაც ბრწყინავს უფალი იესო ქრისტეს ნათელი. იქ ამ დიდებაში შევყავართ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ეს ნიშნავს, რომ იგი გვაცხოვნებს ჩვენ, ე.ი იგი ლოცულობს ჩვენთვის, მეოხია, რომ ამ ნათელში შეგვიყვანოს, რაც არის მარადიული ცხოვრება და უფალთან ერთად ყოფნა მარადიულ ცხოვრებაში, ამაზე არის დღესასწაული. ამას გვასწავლის დღევანდელი საგალობელი, ლოცვები, ამისთვის ვევედრებით ღვთისმშობელს დღეს. 

ვლოცულობთ ქვეყნისთვის, ერისთვის, სამშობლოსთვის, მისი გაერთიანებისთვის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა კალთა გადააფაროს ქვეყანას და გადაარჩინოს. რა თქმა უნდა, დღეს ვლოცულობთ სნეულთათვის“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები