მერაბ ჩიქოვანი - პაციენტი იყო 1945 წელს დაბადებული მამაკაცი, უცბად დამძიმდა, დაფიქსირდა გულის გაჩერება

ქავთარაძის ქუჩაზე საველე ჰოსპიტალის ექიმის მერაბ ჩიქოვანის განცხადებით, საველე ჰოსპიტალში 1945 წელს დაბადებული მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა. 

"საველე ჰოსპიტალში დაფიქსირდა ერთი ლეტალური გამოსავალი. არ მომხდარა მსგავსი რამ, რომ მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დამდგარიყო დღის წესრიგში. პაციენტი იყო 1945 წელს დაბადებული მამაკაცი, დაფიქსირდა გულის გაჩერება. დაუყონებლივ მოხდა დაწყება პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, თუმცა გულის რიტმის ამუშავება ვერ მოხერხდა.

იმყოფებოდა ჰაიფლოუ სისტემის აპარატზე. პაციენტის ზოგადი მდგომარეობის დამძიმება განისაზღვრება კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემებით. მისი მდგომარეობა იყო სტაბილური. მისი ახლობლების იყვნენ ახალი მოსულები, ჩავაყენეთ საქმის კურსში და შემდგომ უკვე მოხდა ეს ფაქტი. უცბად დამძიმდა. პაციენტი არ იყო მძიმე მდგომარეობაში, ის იყო საშუალო სიმძიმის, მას მიეწოდებოდა მაღალი ინტენსივობის ჟანგბადი, დაფიქსირდა გულის გაჩერება და რეანიმაცია აღმოჩნდა უშედეგო. პაციენტი არ იყო ვაქცინირებული. ეს არის პირველი ლეტალური გამოსავალი ჩვენს კლინიკაში. პაციენტი გუშინ დღის სამ საათამდე გარდაიცვალა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, დღეს დილით სტაციონარში მკურნალობას 87 პაციენტი აგრძელებს.

"მორიგეობის განმავლობაში მოხდა ორი პაციენტის რეფერალი ზოგადი მდგომარეობის გაუარესების გამო პოლიპროფილურ სტაციონარებში. მოხდა ორი პაციენტის გაწერა. დღეს შეიძლება მოხდეს რამდენიმე პაციენტის რეფერალი. ამ დროისთვის სამი პაციენტი გვყავს ჰაიფლოუს აპარატზე. მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს პაციენტების. ჩვენთან არ ყოფილა შემთხვევა, რომ პაციენტის მდგომარეობა დამძიმებულიყოს და მისი გადაყვანა ვერ მოგვეხერხებინა. ის, ვინც გაავრცელა ეს დეზინფორმაცია არის ცუდი საქციელი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

უახლესი ამბები