გიორგი ვაშაძე - რაც ხელისუფლებაში არიან, სულ ამით აშინებენ ხალხს და საქმეს არ აკეთებენ

ხელისუფლება 9 წელია, ხალხს ოპოზიციის მიერ მოწყობილი არეულობით აშინებს, - ასე გამოეხმაურა Front News-სთან "სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის შალვა პაპუაშვილის განცხადებას.

ვაშაძის თქმით, ხელისუფლება ნაცვლად საქმის კეთებისა, თავისი უმოქმედობის გადაფარევას ამ ფორმით ცდილობს. "9 წელია, ამას ლაპარაკობენ ყველა არჩევნებზე, რაც ხელისუფლებაში არიან, სულ მაგით აშინებენ ხალხს და საქმეს არ აკეთებენ, კოვიდთან დაკავშირებით უმძიმესი ვითარებაა. ზღაპრებს გვიყვებიან, რომ თურმე საოცარი ეკონომიკური ზრდა გვაქვს“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია,  ხალხი არჩევნებზე მივიდეს  და ქვეყანაში ორპოლუსიანობა დასრულდეს. 

"ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია არ იყენებს სარეკლამო ბილბორდებს და ფასიან სარეკლამო დროს, მათ არ დააყენეს კანდიდატები, რომლებსაც გამარჯვების მინიმალური შანსი მაინც ექნებოდათ - ეს მიანიშნებს, რომ ოპოზიცია არჩევნების მეორე დღისა და არეულობისთვის ემზადება. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები