დავით ბერძენიშვილი - ღარიბაშვილმა მოახერხა, ის რაც 30 წლის განმავლობაში ვერავინ შეძლო, რომ ბრიუსელისთვის დღეს ერევანია მთავარი პარტნიორი და არა თბილისი

ღარიბაშვილს იმედი აქვს, რომ გახდება აშშ-ის დასაყრდენი რეგიონში და ამდენად, ფიქრობს, რომ ევროპა არ ჭირდება, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ბერძენიშვილი Front News-თან აცხადებს. 

რას ნიშნავს არჩევნებიდან ერთი თვით ადრე ევროპიდან დემარში და რა გათვლა აქვს მმართველ გუნდს? - ამ საკითხებზე Front News-ს დავით ბერძენიშვილი ესაუბრა.

- პრემიერმა ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მისი უფროსი ევროპარლამენტარები არ არიან. რას იტყვით ამ განცხადებაზე  და ღარიბაშვილის მიერ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმის პოლიტიკურ აქტზე?

- ივანიშვილმა ისეთი დაგვიტოვა გადაწყვეტილების გამჟღერებლად, მისგან არ გაგიკვირდება ასეთი განცხადებები. მისი უვიცობის ხარისხი იმდენად მაღალია და ამ თვალსაზრისით ის კონკურენტუნარიანია ნებისმიერი ქვეყნიას ნებისმიერ ხელისუფალთან და საქართველოში - უკონკურენტო. მან აბსოლუტურად არაფერი იცის, ამასთანავე, მისი სიჯიუტე ივანიშვილისთვის ძალიან სასარგებლოა. მას, როგორც ჩანს, მიაჩნია, ან ასე აუხსნეს, მიაწოდეს ინფორმაცია, რაკი ავღანეთიდან ამერიკელები გააბუნძულეს, ამ უზარმაზარ რეგიონში, თბილისის აეროპორტისა და საქართველოს გარდა აშშ-ს არ დარჩა არავინ პარტნიორად. ამიტომ, იმედი აქვს, რომ ძველი ამერიკული ცნობილი ფორმულა - "ის ნაძირალაა, მაგრამ ჩვენი ნაძირალა“ მის სასარგებლოდ იმუშავებს. ანუ, ღარიბაშვილი მიილტვის, რომ გახდეს ამერიკელების მორიგი "ნაძირალა“ და ფიქრობს, რაკი ამერიკელების დასაყრდენი  იქნება, მას ევროპა არ ჭირდება. აშშ-ს ალბათ, უკავშირებს უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას, ევროპა კიდე ეუბნება, გინდა თუ არა დემოკრატია გჭირდებაო. 

დემოკრატია და ღარიბაშვილ-ივანიშვილის ხელისუფლება თავსებადი არ არის. დემოკრატიის პირობებში ივანიშვილი ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლებას. მთავარი პასუხისმგებელი ყველაფერზე არის ივანიშვილი და როდესაც  დრო მოვა და იმედი მაქვს, ძალიან შორს არ არის ეს დრო, ივანიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, მას არ უშველის ღარიბაშვილზე გადაბრალება. 

ერთადერთი ივანიშვილი-ღარიბაშვილის მოკავშირე ახლა არის კოვიდი და ხოლო სასამართლოზე მათი მთავარი მოკავშირე იქნება ფსიქიატრი. რათა მან თქვას, თუ რამდენად ექვემდებარებიან სასამართლოს განაჩენს, რადგან მათ ქმედებებში ადექვატურობის ხარისხი არის ძალიან დაბალი. 
ღარიბაშვილმა მოახერხა, ის რაც 30 წლის განმავლობაში ვერავინ შეძლო, რომ ბრიუსელისთვის დღეს  ერევანი არის მთავარი პარტნიორი და არა თბილისი. გადავხედოთ ყველამ ერთად შარლ მიშელის  განცხადებებს და ორიენტირებს. ფაშინიანმა ომის შემდეგ არჩევნებით ხელისუფლება შეინარჩუნა და ევროპული მისწრაფებების გაჟღერებით ევროკავშირიდან მიიღებს მილიარდებს, საქართველო კი გამოყოფილ მილიონებზე ამბობს უარს. იგრძენი განხვავება!

- არჩევნების წინ ხელისუფლების მიერ ევროპისაგან ასეთი მკვეთრი დემარში რით აიხსნება?

- ეს კავშირშია შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებასთან, იმასთან, რომ არ აპირებს 43%-იანი ბარიერის აღიარებას, უარს ამბობს ბევრ სხვა ვალდებულებაზე, რაც უკავშირდება თუნდაც პროკურორის დანიშვნის წესს, სასამართლო რეფორმას. მოსამართლეებთან დაკავშირებით ეს შეთანხმება უკვე დაარღვია. ეს რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ის ევროპას არ ეყრდნობა საკუთარ ძალაუფლებაში. ის არ ეყრდნობა არც ქართველ ხალხს.  ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში მას იმედი აქვს, რომ მოძებნის საყრდენს აშშ-ში და გაძლიერდება რუსული ფაქტორი. აქ მისი მთავარი საყრდენი კოვიდის გარდა, აქვს საპატრიარქო, თავისი ილია მეორით და მოსაყდრე შიოთი. ორ ძალას აღიარებს ღარიბაშვილი, ესაა ბიძინა და მეორე ილია-შიო. ამ ორ ძალას აღარებს, რადგან ის თავისი ბუნებით არის მოურავი, ვასალი. 

- თუ ამდენ ხანს საერთაშორისო პარტნიორები შეშფოთებას გამოხატავდნენ, ახლა უკვე პირდაპირ აცხადებენ, რომ შოკირებულები არიან, რა გაგრძელება მოყვება ამას?

- 30 წლის განმავლობაში მსგავსი რამ მინიშნებითაც კი არავის არაფერი უთქვამს. მსგავსი რამეები ცუდად მთავრდება და ღარიბაშვილიც ცუდად დაამთავრებს ძალიან. 

- არჩევნების წინ ასეთი განცხადება „ქართულ ოცნებას“ ხმებს შემატებს თუ პირიქით მოხდება? 

- ძალიან ნუ ჩავუღრმავდებით ღარიბაშვილის ნათქვამში აზრის ძიებას, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირს მიიჩნევს მთავარ პარტნიორად. ამ თვალსაზრისით დასავლეთის გინება ქართველი ხალხის უმრავლესობას არ მოსწონს. არჩვენებზე ოცნებას  იმედი აქვს  ადმინისტრაციული და სახელისუფლებო რესურსის,  ასევე იმ ხალხის, ვინც თავის შავ-ბნელ მიზნებს მას უკავშირებს,  დანარჩენი 10-15 პროცენტი გამიზნული აქვთ მოსაპარად. ასეთ ვითარებაში კოვიდის მოძალება საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის სიმცირე არის მათი მოკავშირე, ასევე ის, რომ ბევრი დასავლელი დამკვირვებელი ვერ ჩამოვა, ნაკლები კონტროლი იქნება. ასეთ ვითარებაში, კოვიდის ფონზე გაყალბებული არჩევნების შესახებ ევროპის შეშფოთება მას უკვე აღარ აღელვებს. 

ირინა მაკარიძე 

Front News

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები