ნიკა ჩიტაძე - ხელისუფლება იმდენს ბედავს, რასაც მოსახლეობა გააბედინებს, პრობლემა საზოგადოებაშია

მართალია ღარიბაშვილი, ხელისუფლება იმდენს ბედავს, რასაც მოსახლეობა გააბედინებს. 2019 წელს ხალხს თვალები დათხარეს და მაინც „ოცნებას“ მისცეს ხმა, არ გამიკვირდება, თუ ამ არჩევნებზეც "ოცნება“ მნიშვნელოვან ხმებს მიიღებს,  პრობლემა  საზოგადოებაშია - ამის შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე  აცხადებს. 

ქართული პოლიტიკის მნიშვნელობან საკითხებზე, მომავალ არჩევნებსა და ქვეყნის პოლიტიკურ ვექტორზე პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე Front News-ს  ესაუბრა. 

- მსგავსი განცხადებები და ქმედებები აშორებს საქართველოს ევროკავშირიდან. უარის თქმა 75 მილიონ ევროზე ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაზარალდება, როგორც ეკონომიკურად - ეს აისახება  ინვესტიციების შემოდინებაზე და მეორეს მხრივ, ბუნებრივია, პოლიტიკურად საქართველო დაზარალდება. ეს კი იმის შედეგია, რომ ქვეყნის მმართველ პარტიას არ სურს შეასრულოს ისეთი მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, საერთო ჯამში კი, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას. 

- ბოლო რამდენიმე თვეში განვითარებული მოვლენები, მათ შორის 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენები, ევროკავშირის დროშის ჩამოხევა, ახლა ევროპულ ფულზე და მოთხოვნებზე უარი, რას მიანიშნებს, საით მიდის ეს ტენდენცია, მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ?

- უნდა გითხრათ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ვექტორი მნიშვნელოვნად არის რუსეთისკენ გადახრილი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აცხადებს,  რომ მისი სურვილია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თუნდაც ის ფაქტი, რომ რუსეთი გახლავთ საქართველოს ნომერ მეორე სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი, ასევე ის ფაქტი, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არ განხორციელდება, თუნდაც 5-6 ივლისის მოვლენები, ასევე ევროკავშირის ლიდერების კრიტიკა, თუნდაც ესტონეთის პრეზიდენტის და სხვა ფაქტები ამაზე მიუთითებს.  

- ამ კონტექსტშია ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებაც, რომ მისი უფროსი არ არის ევროპარლამენტარი, არამედ ქართველი ხალხი, ამაზე რას იტყვით?

- მართალია ღარიბაშვილი, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი, მაგრამ ხელისუფლება ბედავს იმდენს,  რამდენის გაბედვის საშუალებასაც ხალხი აძლევს. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. მათ შორის ე.წ. „შუაშისტები“, რომლებიც ფიქრობენ, რომ არც ერთმხარეს არიან და არც მეორე..

ჩვენ შეიძლება ბევრი ვაკრიტიკოთ ხელისუფლება, მაგერამ ფაქტია, ამ ძალამ მოიგო 7 არჩევნები. ჩვენ უნდა ვეძებოთ, სად არის პრობლემა. 

- წინ კიდევ არჩევნები გვაქვს და ეს განცხადებები როგორ იმოქმედებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შედეგებზე?

- ვინც მაინც აპირებდა "ქართული ოცნებისთვის" ხმის მიცემას, არა მგონია, ეს მათთვის ბევრს ნიშნავდეს, თუმცა არის ის მომენტი, რომ გახარიას პარტია გადაიბირებს „ქართული ოცნების“ მომხრეებს.  

- თქვენი აზრით შეძლებს „ოცნება“ დათქმული 43 %-ის გადალახვას და ლეგიტიმურობის შენარჩუნებას?

- არ გამიკვირდება, რომ შეძლებს. 2012 წელსაც,  როდესაც ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ საქართველომ დაიწყო ომი, ამას არ შეუშლია ხელი, რომ ხმა მიეცათ „ოცნებისათვის“.  შემდეგში იყო 53 გამგეობაში შეჭრა, კორცხელის ინციდენტი, ხალხს ურტყამდნენ კამერების წინ. „ნაციონალური  მოძრაობის“ 18  ოფისზე მოხდა თავდასხმა, ანალიის პორტის მშენებლობის შეჩერება, რუსეთთან საგერეო ვაჭრობის  მოცულობა  გაიზარდა, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები, ხალხს თვალები დათხარეს და ამის შემდეგ ხალხი მაინც  აძლევს ხმას“ ქართულ ოცნებას“. ხელისუფლება იმდენს ბედავს, რასაც მოსახლეობა გააბედინებს.  მე არ გამიკვირდება, თუ ამ არჩევნებზეც მნიშვნელოვან ხმებს მიიღებს, გვინდა - არ გვინდა, რეიტინგებში „ქართული ოცნება“ მაინც ლიდერობს. 

აღსანიშნავია, რომ  ხელისუფლების ყულაბაში მიდის საჯარო მოხელეებისა და მათი ახლობლების ხმები, 284 ათასი საჯარო მოხელე გვყავს, მათი ოჯახის წევრები, ახლობლები ხმას მიცემს ქართულ ოცნებას, ასევე ააიპებში და სიპებში დასაქმებულები. პრობლემაა, რომ საქართველოში ხშირად ბევრს არ აქვს საკუთარი აზრი და ახლობლების ხათრით აძლებენ ხმებს, ამას ემატება ეკლესიის ჩართულობა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ბრმად ემორჩილება ეკლესიას. უნდა იყო, მორწმუნე, ეკლესიური, მაგრამ არ უნდა დაბერმავდე, მე ასე მიმაჩნია, არ მინდოდა ამთემაზე საუბარი, მაგრამ რეალობა ასეთია. 

- ანუ, ფიქრობთ, რომ ამ განცხადების მიუხედავად "ოცნება" მაინც მიიღებს ხმებს?

- კი მიიღებს, რა არ მიუღიათ? თვალები დათხარეს 2019 წელს და „ოცნებამ“ მაინც მიიღო ხმები და მეტი რა უნდა მოხდეს. პრობლემა უკვე საზოგადოებაშია.

ირინა მაკარიძე

Front News

უახლესი ამბები