კახა ქემოკლიძე - სწორედ ეს გზავნილი უთხრა ბატონ კალაძეს ბატონმა გახარიამ, რომ ის აპირებს მის გამოწვევას თბილისის მერის პოსტისთვის ბრძოლაში

გახარიასა და კალაძეს შორის შეხვედრა ნამდვილად შედგა მერიაში, აბსოლუტურად გამჭვირვალე გარემოში  - ამის შესახებ გიორგი გახარიას გუნდის წევრმა კახა ქემოკლიძემ კალაძესა და გახარიას შორის გამართული შეხვედრის კომენტიტებისას განაცხადა. 

ქემოკლიძემ დაადასტურა, რომ შეხვედრა გიორგი გახარიას ინიციატივით გაიმართა, თუმცა როგორც აღნიშნა, ამ შეხვედრის შესახებ თვითონ მხოლოდ დღეს, საჯარო განცხადებების შემდეგ გაიგო. 

"ეს იყო იმ ადამიანების შეხვედრა, რომლებიც ერთმანეთს პატივს სცემდნენ წარსულში, პატივს სცემენ და იმედი მაქვს, რომ ეს პატივისცემა პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, გაგრძელდება. სწორედ ეს გზავნილი უთხრა ბატონ კალაძეს ბატონმა გახარიამ, რომ ის აპირებს მის გამოწვევას თბილისის მერის პოსტისათვის ბრძოლაში და ეს გამოწვევა იქნება აბსოლუტურად ღირსეულად მიღებული ჩვენი მხრიდან სამომავლო პოლიტიკურ დაპირისპირებაში", - განაცხადა კახა ქემოკლიძემ "ტვ. პირველის" გადაცემაში "პირველი ხაზი".  

მისივე თქმით, გახარიას "კარგი სამუშაო ურთიერთობა" ჰქონდა კალაძესთან, ადამიანთან, რომელსაც გააჩნია თავმოყვარეობა, განსხვავებით "ქართული ოცნების" სხვა წევრებისაგან. 

"ღირსეულ ადამიანებს, ღირსეულ პოლიტიკოსს, რომელსაც აქვს პოლიტიკური თავმოყვარეობა და ღირსება და შუბლის ძარღვი, ნამდვილად, დიახ.  ეს არის ის სტანდარტი, რომელიც ქართულ პოლიტიკას აკლდა და მიხარია, რომ ნელ-ნელა შემოდის ქართულ პოლიტიკაში. შენ შეიძლება ვიღაცას დაუპირისპირდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ ბოლომდე ადამიანურად, პიროვნულად მისი განადგურება განიზრახო", - განაცხადა ქემოკლიძემ.  

გიორგი გახარიასა და კახი კალაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, აღნიშნულს უარყოფდა როგორც კალაძე, ასევე გახარია, თუმცა დღეს კალაძემ ეს შეხვედრა დაადასტურა. კალაძისაგან განსხვავებით, "ქართული ოცნების" ლიდერებმა განაცხადეს, რომ გახარია კალაძესთან მორიგების მიზნით მივიდა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, კახი კალაძის ერთი გაღიმება უნდოდა, რომ გახარიას დღეს თავისი კანდიდატურა არ დაეყენებინა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები