ეკა გიგაური - არჩევნების დღეს ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოება შესაძლოა, არ იყოს დაცული

ჟურნალისტებსა და გადამღებ ჯგუფებზე გახშირებული თავდასხმების გამო გვაქვს ძალიან დიდი შიში, რომ არჩევნების დღეს  ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოება  შესაძლოა, არ იყოს დაცული - აცხადებს  ეკა გიგაური. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“  აღმასრულებელი დირექტორი Front News-ს წინასაარჩევნოდ გამოვლენილ დარღვევებზე, მთავრობის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებზე, არასამთავრობო სექტორსა და მედიის წარმომადგენლების მიმართ გახშირებულ თავდასხმებსა სხვა აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა.

- „ქართული ოცნება“ უარს ამბობს ევროპულ ფულსა და  ნაკისრი  ვალდებულებების შესრულებაზე, როგორია ამ საკითხზე თქვენი დამოკიდებულება?

- სამწუხარო რეალობაში ვართ, ჩვენ დღეს. მართალი გითხრათ, ჩემთვის დაუჯერებელი იყო, რასაც ვისმენდი. არ მეგონა, თუ ჩვენი ქვეყნის რომელიმე მთავრობა  გაბედავდა  და ასე საჯაროდ ხელს კრავდა ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებას.  

მიუხედავად იმისა, თუ რა შემოსავლები გვაქვს ბიუჯეტში, ეს მაინც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ  ჩვენი მოსახლეობის  მდგომარეობა, რომლის დიდი ნაწილიც სიღარიბეში ცხოვრობს. ამ ფულზე  უარის თქმა ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ჩვენ ვაკლებთ ჩვენს ქვეყანას კონკრეტულ რესურსებს. აქ ყველაზე მთავარია  მიზეზი - ფაქტობრივად,  საქართველოს მთავრობა უარს ამბობს დახმარებაზე იმის გამო, რომ არ სურს სასამართლო სისტემის „დათმობა“,  მათ არ უნდათ  რეფორმა  სასამართლო სისტემის,  სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემები, რასაც აღიარებს ფაქტობრივად ყველა.  ამასთან დაკავშირებითაც რა მესიჯებიც ვრცელდებოდა, მათ შორის „ქართული ოცნების“ წევრებიდან, რომ ევროპას უნდა,  რაღაცნაირად მისი გავლენის ქვეშ მოექცეს ჩვენი სასამართლო,  არის აბსოლუტური ტყუილი. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეებს და მათი ძალიან დიდი სურვილია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ისეთი სასამართლო როგორიცაა გერმანიაში, საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ეს არის მათი  მიზანი, რისთვისაც წლების განმავლობაში ძალიან სერიოზულ ფინანსურ რესურსებსაც გაიღებდნენ. მათთვის ახლა მნიშვნელოვანია, შედეგიც დაინახონ, შედეგი კი  არ გვაქვს. 

- ხომ არ უნდა ველოდოთ ევროპული ინტეგრაციის გზიდან უკან გადადგმულ ნაბიჯებს,  ხომ არ დაემუქრება საფრთხე  პარტნიორობას, მათ შორის ვიზალიბერალიზაციას?

- ვიზალიბერალიზაციას ჯერჯერობით არაფერი ემუქრება, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ხვდებიან, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი მომხრეა ევროპული ინტეგრაციის.  თუ მთავრობა გააგრძელებს ასეთ ნაბიჯებსა და  რიტორიკას, ფაქტობრივად, ის წავა ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის წინააღმდეგ.  ყველა ბოლო კვლევით ჩანს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროინტეგრაციას.  ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ბრძოლა, მაგრამ ქვეყანა ევროკავშირში უნდა შეიყვანოს მთავრობამ. ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, ვინც ქვეყნის სახელით ელაპარაკება დასავლელ პარტნიორებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი იყვნენ სანდო პარტნიორები. არა მხოლოდ ევროპულ დახმარებაზე უარის თქმა, არამედ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება  მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი მთავრობა არ იყოს განხილული, როგორც სანდო პარტნიორი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რაც რა თქმა უნდა, დამაზარალებელია ქვეყნისთვის. თუ ასე გაგრძელდა, ევროკავშირი დაიწყებს გადახედვას ჩვენთან ურთიერთობის, რაც იქნება ძალიან ცუდი.  

- როგორ შეაფასებთ „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, ახლა შეუერთდეს შარლ მიშელის  დოკუმენტს?

- ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა პარტიას ხელი უნდა მოეწერა ამ შეთანხმებაზე, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან  ეს იყო რეფორმების გზა  გეგმა. ახლა რომ მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას „ნაციონალურმა მოძრაობამ“, კარგია, თუმცა ჯობდა თავის დროზე მოეწერა ხელი.    

- ისე გამოვიდა, რომ შეთანხმებაც კი უთანხმოების მიზეზი გახდა და მმართველ პარტიას და მთავარ ოპოზიციურ ძალას არ შეუძლიათ  ერთდროულად მოაწერონ ხელი შეთანხმებას, ერთი როდესაც ტოვებს, მეორე მერე აწერს ხელს დოკუმენტს,  ამაზე რას იტყვით?

- ეს დიდი უნდობლობა, რომელიც არსებობს პოლიტიკურ პარტიებს შორის, უსაფუძვლო არ არის. ამის საფუძველი არსებობს. თუმცა  პოლარიზაციის ასეთი მაღალი ხარისხი დამაზიანებელია  ქვეყნისთვის.  საზოგადოება არის ორ ნაწილად გაყოფილი,  აღარც უსმენენ ერთმანეთს,  ერთმანეთის არგუმენტები  არ აინტერესებთ.  ეს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის ძალიან რთული გასაგებია.  ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი სახელმწიფოები, რომლებიც უკვე ევროკავშირში არიან, საუბრობენ ამ გამოცდილებაზე, რაც მათ ჰქონდათ - ერთ მშვენიერ დღეს მთლიანმა პოლიტიკურმა სპექტრმა თქვა, რომ ჩვენთვის მთავარი არის სახელმწიფო, ხალხი, ამიტომ ჩვენ უნდა დავივიწყოთ ჩვენი განსხვავებები და შევეცადოთ, რომ  ერთად ვიმუშავოთ ამ ქვეყნის მომავლისთვის. სამწუხაროა, რომ ამას დღეს ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ვერ ახერხებს, ამას აქვს, რა თქმა უნდა, ობიექტური მიზეზები, მაგრამ თავისთავად, ეს მოცემულობა, რაც გვაქვს, არის ძალიან ცუდი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწუხარების საგანი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის არის ზუსტად ეს - როგორ შეიძლება თქვენ,  ქართველებმა ვერ მოახერხოთ ერთად დაჯდომა და პრობლემებზე საუბარი და რაში გჭირდებათ თქვენ ამაში დასავლელი პარტნიორების ჩართვა. ამ შეთანხმებიდან გასვლით „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ მისი ნდობა ძალიან რთულია. 

- ჯერ იყო ვერბალური თავდასხმები არასამთავრობო სექტორზე, შემდეგ  უკვე ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და დაზიანება, რასაც  მოყვა პრემიერის ბოლოდროინდელი განცხადებები, მოვლენების განვითარების ეს ჯაჭვი რას გვიჩვენებს, რა შეიძლება იყოს ამის გაგრძელება?

- მე მგონია, ეს ცალსახად გვიჩვენებს, რომ ჩვენ დასავლეთს ვშორდებით. რომც არ განვიხილოთ, რომ „ქართული ოცნება“ პირდაპირ არის მიბმული რუსეთთან და ვთქვათ - რა შემთხვევაში შეიძლება ქვეყანა დასავლეთს დაშორდეს? თუ დასავლელ პარტნიორებთან გაქვს ცუდი ურთიერთობა და ისინი შენ არ განგიხილავენ სანდო პარტნიორად, ამასთან,  თუ  არ ატარებ რეფორმებს და არ აშენებ დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც დამოუკიდებელი სასამართლოა, ეკონომიკა ვითარდება,  ადამიანების უფლებები  დაცულია, მათი სოციალური მდგომარეობა უმჯობესდება, მაშინ თავისთავად,  უკვე ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვშორდებით დასავლეთს. სამწუხაროდ, ეს ასეა. 

- როგორ ახსნით ამ ფაქტს,  რომ სოციოლოგიური კვლევების მიხედვით მოსახლეობის თითქმის 80% ევროპული ინტეგრაციის მომხრეა, მაგრამ ძალა, რომელიც ცდილობს დისტანცირდეს ევროპიდან, უკვე 7 არჩევნებში იმარჯვებს? პრობლემა რაშია,  არჩევნები ვერ აჩვენებს რეალობას, თუ სხვა რამესთან გვაქვს საქმე?

- ალბათ, ყველაფერი ერთად, ის, რომ მმართველი პარტია არჩევნების დროს იყენებს ადმინისტრაციულ რესურს, მათ აქვთ უკეთესი ფინანსური შესაძლებლობები, ასევე,  მეორეს მხრივ, ოპოზიციის სისუსტე, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით. ოპოზიციისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ თავის სტრატეგიებს გადახედონ. 

- ერთი თვე რჩება მორიგ არჩევნებამდე, როგორია წინაასარჩევნო გარემო და რა დარღვევებია ამ დროისათვის გამოკვეთილი?

- ყველაზე სამწუხარო, რაც ჩვენ მივიღეთ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, არის ის, რომ ადამიანების დიდმა ნაწილმა დაკარგა ნდობა საარჩევნო პროცესთან მიმართებაში, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება არის შესაძლებელი. ეს არის პრობლემა და ამის გამოსასწორებლად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო, მაგალითად, ცესკოს თავმჯდომარე უნდა შერჩეულიყო ყველა პარტიის მონაწილეობით. ამის საშუალება კანონში იყო, თუმცა საბოლოოდ,  ეს არ გაკეთდა.  არ მგონია, რომ ცესკოს მიმართ დღეს იყოს მაღალი ნდობა. მთელი პროცესი ისე იყო მოწყობილი, რომ ფაქტობრივად,  ისევ ცესკოს თანამშრომელი დაინიშნა ცესკოს თავმჯდომარედ. ცესკოს  ახალი წევრობის კანდიდატებიც ისე იყვნენ შერჩეული, რომ სამწუხაროდ, საუკეთესოები არ იყვნენ წარმოდგენილი. ისინი ვერ გამოაწორებენ ამ უნდობლობას ცესკოს მიმართ. 

პოზიტიური ნაბიჯია, რომ  ცესკოში არიან უფრო მეტი ოპოზოციური პარტიების წარმომადგენლები და მათ მეტად აქვთ შესაძლებლობა გავლენა მოახდინონ პროცესზე, საერთო ჯამში, ცესკოს თავმჯდომარე შეიძლებოდა დამოუკიდებელი კანდიდატი და ყველას ჩართულობით არჩეულიყო. ეს პრობლემა დადგვხვდება  ჩვენ წინ, მათ შორის არჩევნების შედეგების გამოცხადებისას. 

რაც შეეხება სხვა საკითხებს, აგვისტოში უფრო მეტად აქტიურობდა „ქართული ოცნება“, ამ პერიოდში ბევრი ისეთი სოციალური პროგრამა განხორციელდა, რაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგები, რომ კონკრეტული ადამიანების ჯგუფებს მთავრობა დაეხმაროს, თუმცა, რატომღაც მთავრობას ეს ადამიანები წინასაარჩევნოდ ახსენდება. ესა პრობლემა - თუ დახმარებაა, მაშინ ადრე დაიწყონ.  

რაც შეეხება პარტიების დაფინანსებას, ესეც არის პრობლემა, მაგალითად,  თითქმის ყველა ბიზნესმენმა, რომელიც რეგისტრირებულია ახალციხეში, შეწირა „ქართულ ოცნებას“ თანხა, ჯამში,  დაახლოებით, 700 ათასი ლარი. სავარაუდოდ, მათზე მოხდა ზეწოლა, რადგან  ადმინისტრაციულ ორგანოში იბარებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ შემოწირულობა უნდა გაკეთდეს.

პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 60 საქმეს ვსწავლობთ  დღეს, ეს შეეხება, ძირითადად, გახარიას  პარტიას, სხვა პარტიებს ეს პრობლემა არ აქვთ, რადგან მათი მხარდამჭერებისგან დიდი ხნის წინ არის გაწმენდილი ადმინისტრაციული ორგანოები, გარდა ამისა,  იყო ზეწოლა-მუქარის  რამდენიმე ფაქტი. ეს იყო აგვისტოში. ველოდებით, რომ უფრო მეტი ფაქტი გამოჩნდება სექტემბერში. 

ყველაზე მთავარი კი მაინც არის არჩევნების დღე, როგორ ჩატარდება საარჩევნო პროცესი, ჩვენ გვაქვს ძალიან მწვავე პრობლემა ჟურნალისტებთან დაკავშირებით, რადგან მათზე თავდასხმები პერმანენტული გახდა. გვაქვს ძალიან დიდი შიში, რომ არჩევნების დღეს შესაძლოა,  ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოება იყოს დიდი პრობლემა. 

ირინა მაკარიძე 
Front News

მსგავსი სიახლეები