გია ხუხაშვილი - ვერ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ბინძურ კომბინაციას ამზადებდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით

ეს არის პოლიტიკური ბინძური რაღაც კომბინაცია გახარიას წინააღმდეგ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა Front News-ს განუცხადა. 

ხუხაშვილის თქმით, თუ მმართველი გუუნდი ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ რაიმე კომპრომატზე საუბრობს, ეს მათთვისაც კომპრომატი იქნება.   

"ეს არის პოლიტიკური ბინძური რაღაც კომბინაცია გახარიას წინააღმდეგ.  არ მგონია, ვინმეს სჯეროდეს, რომ გახარია, რომელიც ამ ხელისუფლებამ რამდენჯერმე პრემიერად დანიშნა, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ნარკოდამოკიდებული იყოს.  ეს აბსურდია, მაგრამ ვერ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფალი რაღაც ბინძურ კომბინაციას ამზადებს ამ საკითხთან დაკავშირებით. არც იმას გამოვრიცხავ, რომ სადმე წყალში რაღაც გაურიონ და მერე ამაზე ისტორია ააგონ. დიდი ბოდიში, რას აღიარებს ახლა ხელისუფლება? ადამიანი, რომელიც იცოდნენ, რომ ნარკოდამოკიდებული იყო, რამდენჯერმე პრემიერ-მინისტრად აირჩიეს?!

ვფიქრობ, მმართველი გუნდი თუ რაიმე კომპრომატზე საუბრობს, ეს მათი კომპრომატია და არა გახარიასი. მე არ მჯერა, რომ გახარია ნარკოდამოკიდებულია. ნარკოდამოკიდებული ადამიანი ასეთი შრომისუნარიანობით, რასაც გახარია ავლენს, არ გამოირჩევა.  აქედან გამომდინარე,  ეს ყველაფერი არის ბინძური ოპერატიული თამაშის ნაწილი, რომლის შედეგები მალე გამოვლინდება, არ ვიცი,  მათ ავადმყოფ ტვინებში რა კომბინაცია მოიხარშა", - განაცხადა გია  ხუხაშვილმა

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები