სალომე სამადაშვილი - გუბაზ სანიკიძეს შეუძლია მიხეილ სააკაშვილს კითხოს, რატომ არ იყო მისი საკითხი უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრებზე დასმული

გუბაზ სანიკიძეს შეუძლია მიხეილ სააკაშვილს კითხოს, რატომ არ იყო მისი საკითხი უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრებზე დასმული. ბატონი მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად, შეიძლება ითქვას,  მონაწილეობდა ამ მოლაპარაკებებში - ამის შესახებ  ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა Front News-ს ოპოზიციონერი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. 

სამადაშვილის განმარტებით, მიშელის შეთანხმებისას მოლაპარაკება ეხებოდა კონკრეტულ პოლიტპატიმრებს და მათ შორის სააკაშვილის საკითხის შეტანა "ნაციონალურ მოძრაობაშიც" არ ყოფილა განხილული.  

"გუბაზ სანიკიძეს შეუძლია მიხეილ სააკაშვილს კითხოს, რატომ არ იყო მისი საკითხი ამ შეხვედრებზე დასმული. ბატონი მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად, შეიძლება ითქვას, მონაწილეობდა ამ მოლაპარაკებებში და მისი მხრიდან არ ყოფილა ინიცირებული მისი საკითხის დასმა მოლაპარაკების დღის წესრიგში. გუბაზ სანიკიძე, ეტყობა, საკუთარ იდეებს აჟღერებს, ვერ გეტყვით... მოლაპარაკებების პროცესში არავის  დაუვამს  ეს საკითხი, მითუმეტეს, არც "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობიდან, თუ შემადგენლობიდან.  

შარლ მიშელის დოკუმენტი ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა. საუბარი მიშელის დოკუმენტის შემთხვევაში იყო კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე, რომლებიც იმ მომენტში იმყოფებოდნენ საპატიმროში, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ასე რომ, არცერთი სხვა არც მიხეილ სააკაშვილის და არც რომელიმე სხვა პოლიტიკური ნიშნით მიმდინარე საქმე ამ პროცესში და ამ დოკუმენტში ასახული არ იქნა", - განაცხადა სამადაშვილმა. 

რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას ჩამოსვლასთან დაკავშირებით, სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ამ განცხადებაში ახალი არაფერია.

"მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ გააკეთა განცხადება ჩამოსვლასთან დაკაშირებით, შესაბამისად, ამ ჯერზეც, ვფიქრობ, რომ ახალი არაფერი არის. ამდენად, დაველოდოთ არჩევნების დღეს  და ვნახავთ, ჩამობრძანდება თუ არა ბატონი სააკაშვილი საქართველოში. 2016 წლიდან შეგვიძლია გავიხსენოთ მსგავსი განცხადებები, რომელთაც სააკაშვილი ყველა არჩევნების წინ აკეთებდა.  ამ შემთვევაში, თუ ის შეიძლება ნამდვილად აპირებს ჩამოსვლას, ეს შეიძლება მხოლოდ მან იცოდეს"- განაცხადა სამადაშვილმა.  

კითხვაზე, ექსპრეზიდენტის განცხადებები ქმნის თუ არა პოლარიზაციის საფრთხეს, პოლიტიკოსი პასუხობს,  რომ დღეს ვითარება შეცვლილია და ამომრჩეველს  მრავალფეროვანი არჩევანი აქვს.  

"დღეს მთვარია არჩევნებზე მოვიდნენ ადამიანები, მათ აქვთ საინტერესო და მრავალფეროვანი პოლიტიკური არჩევანი. იმედი მაქვს, რომ  ამომრჩევლი ხმას მისცემს "ქართული ოცნების" ალტერნატივას", - აღნიშნა სამადაშვილმა. 

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ დღეს განაცხადა, რომ ოპოზიციის ნაწილს ივანიშვილზე მეტად სააკაშვილის ეშინია, ამიტომ მიშელის შეთანხმებისას საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამნისტიის საკითხი არ დასმულა

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები