გიორგი კონდახაშვილი - ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ, რომ საქმე მოგებით დავასრულოთ, თუმცა ეს პოლიტიკური საქმეა

ჩვენ ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ, რომ საქმე მოგებით დავასრულოთ, თუმცა ეს პოლიტიკური საქმეა თავიდან ბოლომდე - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა Front News-ს განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს 20 ივნისის საქმეზე  საქმის სასამართლო პროცესი გაგრძელდება, თუმცა ნიკა  მელია პრიოცესს არ დაესწრება.  

კითხვაზე, როგორც ადვოკატს, აქვს თუ არა ამნისტიის გამოყენების გარეშე ამ საქმის მოგების იმედი, აღნიშნავს, რომ საქმეში არცერთი მტკიცებულება ნიკა მელიას წინააღმდეგ ვარ დევს, თუმცა პოლიტიზირებული სასამართლოს პირობებში გამორიცხული არაფერია. 

"დღეს არის ჩვეულებრივი პროცესი, გრძელდება ბრალდების მოწმეების გამოკითხვა. რაც შეეხება ამნისტიას,  ნიკა მელიამ გააკეთა ამომწურავი განმარტება, რომ არ აპირებს ამნისტიის მიღებას. 

ჩვენ ყველა სამართველბრივ მექანიზმს გამოვიყენებთ, რომ საქმე მოგებით დავასრულოთ, თუმცაღა ეს პოლიტიკური საქმეა თავიდან ბოლომდე და შესაბამისად, სამწუხაროდ, პოლიტიკური შემადგენელი ჭარბობს აღნიშნულ საქმეში. 

საქმეში მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ნიკას ბრალდებას დაედება საფუძვლად, ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საქმე. ეს არის კლასიკური მაგალითი ნიკას მიმართ პოლიტიკური დევნის", - განაცხადა კონდახაშვილმა. 

რაც შეეხება ნიკა მელიას შესაძლო დაკავებას, კონდახაშვილი აღნიშნავს, რომ ჯერ საქმის გამოკვლევა საწყის ეტაპზეა და სავარაუდოდ, ის მოკლე ხანში არ დასრულდება.  

"ჯერ ბრალდების მხარის გამოკითხის ეტაპზე, ვართ, ამის შემდეგ დაიწყება დაცვის მხარის მოწმეთა გამოკითხვა, რის შემდეგაც მოხდება გადაწყვეტილების გამოტანა, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ჯერ არ მოხდება საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა არ მოხდება", - აღნიშშნა  გიორგი კონდახაშვილმა.

ენმ-ის ლიდერს გამოძიება 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. ამ საქმეზე ის უკვე იყო პატიმრობაში, თუმცა ევროპელი პარტნიორების ჩართულობით გათავისუფლდა. შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე პარლამენტმა მიიღო 19-21 ივნისის ამნისტიის კანონი, თუმცა მელია ამნისტიის მიღებაზე უარს აცხადებს.

მსგავსი სიახლეები