ნიკა მელია - არანაირი თანხმობა ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს ჩემი მხრიდან არ აქვს

ჩემი საბოლო პასუხი ამნისტიაზე არის არა, მორჩეს და გათავდეს ამაზე საუბარი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მისი სასამართლო პროცესი იმართება.

"პროცესი, რომელსაც აქ მყოფი ადამიანები სასამართლო პროცესს ეძახიან, გაიხსნა, გახსნისთანავე ჩემს მეგობარ ადვოკატ დიტო საძაგლიშვილს პირველი რაც ჰკითხა მოსამართლემ არის შემდეგი – თანახმა ხართ, ცნობილი ამნისტია, რომელიც მიიღეს და კანონიერ ძალაში დღეს შევიდა, გავრცელდეს თუ არა ნიკა მელიაზე. ეს ადამიანი ითხოვენ ჩემგან თანხმობას, რომ მე ვატრიალებდი სახელმწიფოს, ეს სპეკულაციები განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის პროცესში ერთხელ და სამუდამოდ რომ დასრულდეს, სპეციალურად მოვედი. მოვედი, საბოლოო პასუხი ვთქვა, არანაირი თანხმობა ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს ჩემი მხრიდან არ აქვს, რომ მე მას ახლა მოწყალება ვთხოვო, ჩემზე გავრცელდეს ის, რაც არ ჩამიდენია, თითქოს მე სახელმწიფო გადატრიალებას ვახორციელებდი და ახლა ბიძინა ივანიშვილი მიწყალებს, საპროცესო გარიგება უფრო არის, ვიდრე სხვა ყველაფერი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, არ აპირებს პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობის მიღებას.

"მეტი როგორ ვთქვა, არ ვიღებ ამ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას. უპრეცედენტო შემთხვევაა, რომელიც მართლმსაჯულების ისტორიაში არ ყოფილა, როდესაც ამნისტიის აქტს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გამოსცემს, ის, ყველაზე ვრცელდება. თან გამოსცეს და თან ჩემ გამო ჩაწერეს დათქმა, თუ მელია არ მიიღებს ამ ამნისტიის კანონს, არ გავრცელდეს მასზე, პარალელურად სხვები, რეალური მოძალადეები გათავისუფლებული არიან. ჩემი პასუხი საბოლოო არის  არა და მორჩეს და გათავდეს ამაზე საუბარი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები