ხატია დეკანოიძე - ადამიანების დაშინების არც ერთ მცდელობას რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ

კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების მხრიდან ადამიანების დაშინების არც ერთ მცდელობას რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის  ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ Front News-ს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს ვანის პოლიციაში გამოცხადდება და გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენებას მიცემს. 

"გუშინ იმ გზაზე, სადაც ინციდენტი ხდებოდა, მოძრაობდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, მაგრამ რეაგირება არ ქონდა.  ჯერ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და შემდეგ უკვე ხელჩართულ მუშტი-კრივზე გადავიდნენ ვიღაც 2 ადამიანი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ერთი არის ადგილობრივი ააიპის ხელმძღვანელი და მეორე კრიმინალური ავტორიტეტი ვანში, რომელიც 2012 წლამდე იყო დაკავებული. ჩვენ მტკიცებულებები გვაქვს ფოტოსურათების სახით  და დღეს მივდივარ პოლიციაში, რომ  ამ ადამიანების იდენტიფიცირებისათვის", - განაცხადა ხატიამ დეკანოიძემ. 

კითხვაზე, არის თუ არა ეს ინციდენტი სიგნალი იმისა, რომ ამ არჩევნებში მოსალოდნელია კრიმინალური სამყაროს აქტიურობა, დეკანოიძემ განაცხადა, რომ "ეს ასე იყო სულ, მაგრამ ეს არჩევნები მათი ბოლო გამოძახილია". 

"ჩვენი მომხრეების მიმართ, ვისაც რეფერენდუმზე უნდა მოსვლა ამ ადამიანების მხრიდან აგრესიული გამოხატულება, ჩვენ არცერთ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ",- განაცხადა დეკანოიძემ. 

გუშინ ვანში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ კანდიდატების წარდგენისას მათ უცნობი პირები დაუპირისპირდენენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები