იოსებ არჩვაძე - ქვეყანამ სრულად დაძლია კორონავირუსით გამოწვეული მაკროეკონომიკური ჩამორჩენა და ყველა ძირითადი პარამეტრით პანდემიამდელ დონეს გადაუსწრო

2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს ექსპორტმა 2605.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.  საგარეო ვაჭრობა მიმდინარე წლის პირველი რვა თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად აღემატებოდა გასული წლის შესაბამის მაჩვენებლებს. კერძოდ, ექსპორტი - 25.7 პროცენტით, იმპორტი - 20.7 პროცენტით, ბრუნვა კი - 22.2 პროცენტით. ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის ინფორმაციით, დაწყებული 2021 წლის მარტიდან, საქართველოს ექსპორტს წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მხოლოდ ორნიშნა ზრდა აღენიშნება (მარტში ზრდამ შეადგინა 30,5%, აპრილში - 69.8%, მაისში - 44.8%, ივნისში - 30.1%, ივლისში - 40.6%...).

"აღსანიშნავია, რომ საგარეო ვაჭრობის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებლები ასევე აღემატებიან პანდემიამდელ, 2019 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებლებსაც: ექსპორტი - 7.2 პროცენტით, იმპორტი - 1.2 პროცენტით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა მთლიანად - 3.0 პროცენტით. 2021 წლის აგვისტოს მაჩვენებლებიც წინა წლის აგვისტოსთან შედარებით ასევე ორნიშნა ზრდით ხასიათდებიან (ექსპორტი +14.6%, იმპორტი +26.1%, ბრუნვა +22.6%). პანდემიამდელ, 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით 2021 წლის აგვისტოში ექსპორტი გაიზარდა 6.1 პროცენტით, იმპორტი - 5.1 პროცენტით, სავაჭრო ბრუნვა კი - 5.4 პროცენტით“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ. 

ექსპერტის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წლის მშპ ასევე აღემატება 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ ქვეყანამ სრულად დაძლია კორონავირუსით გამოწვეული მაკროეკონომიკური ჩამორჩენა და ყველა ძირითადი პარამეტრით გადაუსწრო პანდემიამდელ დონეს. მისი თქმით, ექსპორტით იმპორტის გადაფარვა 2021 წლის იანვარ-აგვისტოში შეადგენს 42.9 პროცენტს, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.7 პუნქტით აღემატება (2020 წლის იანვარ-აგვისტოში - 41.2%).

"წლის დასაწყისიდან გავლილ პირველ რვა თვეში ექსპორტის ზრდა ფაქტობრივად 2-ჯერ აღემატება იმავე პერიოდში მიღწეულ ეკონომიკურ ზრდას (მშპ-ის ზრდის ტემპს), რაც ცალსახად მიუთითებს არა მარტო საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიურ ტენდენციებზე, არამედ ქვეყნის უფრო აქტიურ ჩართვაზე მსოფლიო ეკონომიკაში და გლობალურ ბაზრებზე ქართული პროდუქციის სეგმენტის გაფართოებაზე“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები