გია ხუხაშვილი - ეს არის სიგნალი, რომ ხელისუფლება მთავრდება

როდესაც სისტემა იწყებს გაჟონვას, თან ასე, ნიაღვარივით მოედინება, ეს ნიშნავს, რომ თვითონ სისტემამ ჩამოწერა არსებული ხელისუფლება, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა Front News-თან სუს-ის საიდუმლო მასალების გავრცელების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მას უკვე 20 წელია, უწყვეტად უსმენენ. 

"ის რომ სისტემა მანკიერია, მანკიერი იყო წინა ხელისუფლების დროს, მემკვიდრეობით დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს გადმოიბარა და კიდევ უფრო განავითარა, ეს ცხადი იყო.

გეტყვით, რომ  იმ ხელისუფლების დროსაც მისმენდნენ და ხელისუფლებაში რომ მოვედით უკვე,  მაშინაც მისმენდნენ. იქედან რომ წამოვედი, მერეც მისმენენ. მე უწყვეტად მისმენენ,  უკვე 20 წელია. მათ შორის მაშინაც,  როცა ხელისუფლებაში ვიყავი და არც თუ უკანასკნელ როლზე, გახსოვთ, ალბათ. ასეთი მანკიერია ეს სისტემა, მაგრამ მთავარი, პოლიტიკურ პრიზმაში თუ შევხედავთ, როდესაც სისტემა იწყებს გაჟონვას, თან ასე, ნიაღვარივით როდესაც მოედინება, ეს ნიშნავს, რომ თვითონ სისტემამ ჩამოწერა არსებული ხელისუფლება. ხელისუფლების ცვლილების გარდამავალ პერიოდში ხდება ასეთი  რამ, როდესაც სისტემა კარგავს მონოლითს, იწყებს გაჟონვას. ეს არის სიგნალი, რომ ხელისუფლება მთავრდება", -  განაცხადა ხუხაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები