ნიკა მელია - მზად ვარ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერი ტელეკომპანიის საეთერო სტუდიაში დებატებისთვის

მზად ვარ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერი ტელეკომპანიის საეთერო სტუდიაში სადებატოდ - ასე პასუხობს  "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელია  ყოფილი პრემიერის, პარტია "საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას გამოწვევას.

მელიას თქმით, მოქმედი მერი და "ოცნების" მერობის კანდიდატი დებატებს თავს არიდებს, რადგან არ არის დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში. 

"ბუნებრივია,  ეს დებატები უნდა შედგეს ნებისმიერ ტელეეთერში. ჩვენ ვხედავთ კახა კალაძეს, რომელიც თავს არიდებს და მე მესმის მისი სავსებით, ვინაიდან, იგი არ არის დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში, იცის, რომ უხერხულია დებატებში შესვლა ოპონენტებთან, რომლებმაც იციან ბევრი რამ მის შესახებ. რაც შეეხება ბატონ გახარიას, იქნება ეს ტელეკომპანია "იმედი" თუ სხვა, ბატონი კალაძე იქნება, ბატონი გახარია თუ ორივე ერთად - რა თქმა უნდა, მზად ვარ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერი ტელეკომპანიის საეთერო სტუდიაში. მე პატივი მინდა ვცე ამომრჩეველს და ნებისმიერი კანდიდატი ვალდებულია პოტენციურ ამომრჩეველს მოასმენინოს რას ჰპირდება, ამიტომ ნებისმიერ ფორმატში მე მზად ვარ, ნებისმიერ კანდიდატთან სადებატოდ", - განაცხადა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები