მამუკა ხაზარაძე - დაუყოვნებლივ დამკითხონ ჩემი და მეუფე თეოდორეს სატელეფონო საუბრის უკანონოდ მიყურადებასა და ჩაწერაზე

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე უკანონო თვალთვალისა და მიყურადების ფაქტების გავრცელებას ეხმაურება.

ხაზარაძე ადასტურებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია მეუფე თეოდორესთან მისი საუბრის შესახებ ნამდვილია.

"ბოლო დღეებში ინტერნეტსივრცეში გავრცელდა და მედიასაშუალებებით გაშუქდა უკანონო თვალთვალისა და მიყურადების ფაქტები, რომელთა ნაწილის ავთენტურობა და რეალურობა დაადასტურა რამდენმე საჯარო პირმა.

ეს ფაქტები აჩენს საფუძვლიან, ეჭვს რომ შესაბამისი სახელმწოფო სტრუქტურების წარმომადგენლები მასობრივად აწარმოებენ უკანონო თვალთვალს, პირადი საუბრების მოსმენას და პირადი ცხოვრების კადრების გადაღებას.

გავრცელებული მასალებით ირკევა, რომ უსმენენ პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებს, სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს, საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს და სასულიერო პირებს.

"ქართულმა ოცნებამ" წინა ხელისუფლებისაგან გადაიბარა და ტოტალურად დანერგა მოსმენებისა და თვალთვალის მახინჯი სისტემა. ამ სისტემის მეშვეობით ისინი აშინებენ, აშანტაჟებენ ადამიანებს და ამით სურთ ძალაუფლების განმტკიცება და ხელისუფლების შენარჩუნება.

ხელისუფლება დიდი მონდომებით ირგებდა ამ წლებში მართლმადიდებელი ეკლესიის დამცველის იმიჯს, პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებდა  და ყველა სხვას ანტიეკლესიურ ძალებად რაცხავდა. როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ჩანს, სწორედ ეკლესიის წარმომადგენლებს - მაღალ იერარქებსა თუ ზოგადად სასულიერო პირებს უსმენს და უთვალთვალებს "ქართული ოცნების" ხელისუფლება. ამ შემთხვევაში ისინი არამარტო ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფას ახდენენ, აშანტაჟებენ და მათ დისკრედიტაციას ახდენენ, არამედ უხეშად არღვევენ კონსტიტუციას, როცა ასე ბინძურად და უკანონოდ ერევიან ეკლესიის შიდა საქმეებში და ამ ყველაფერს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებენ.

მე, მამუკა ხაზარაძე, ვადასტურებ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მეუფე თეოდორესთან საუბრის შესახებ ნამდვილია. ვადასტურებ ტექსტის ავთენტურობას. ეს ცხადად ადასტურებს იმას, რომ მაშინ ჩემი, როგორც ჯერ კიდევ ბიზნესის წარმომადგენლის და მაღალი სასულიერო იერარქის საუბარს უკანონოდ ისმენდნენ.

აქედან გამომდინარე მოვითხოვ:

1. პროკურორებმა შეწყვიტონ ე.წ. ფულის გათეთრების შეთითხნილ საქმეზე ჩემი  სასამართლოებში ტარება და დაუყოვნებლივ  დამკითხონ  დანაშაულის უტყუარ ფაქტზე - ჩემი და მეუფე თეოდორეს სატელეფონო საუბრის უკანონოდ მიყურადებასა და ჩაწერაზე.

2. მოვითხოვ, ბატონმა ღარიბაშვილმა შეწყვიტოს წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ ბოროტმოქმედებებზე საუბარი და საზოგადოებას უთხრას, 2012 წელს პირადად როგორ გადაიბარა უკანონო თვალთვალის მანკიერი სისტემა შსს მინისტრისა და შემდეგ პრემიერის რანგში. როგორ ხელმძღვანელობს ფარული თვალთვალისა და შანტაჟის სამარცხვინო სისტემას.

3. მოვითხოვ, ბატონმა  გახარიამ შეწყვიტოს  საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და აგვიხსნას, მისი შსს მინისტრობის დროს რის საფუძველზე და რა მიზნით გვისმენდა მე და მეუფე თეოდორეს და კიდევ ათასობით  მოქალაქეს.

4. მოვითხოვ, "ოცნების" თვითეულმა კოლეგა-პარლამენტარმა ამომრჩევლებს ჩააბარონ ანგარიში თუ როგორ მოახერხეს ქვეყნის იმავე ჭაობში ჩაძირვა, საიდანაც 2012 წელს ამოსვლას ჰპირდებოდნენ.

სწორედ იმიტომ რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მათი თავისუფლება; დავიცვათ მასწავლებლები და ჟურნალისტები,  დავიცვათ ბიზნესი და დიპლომატიური კორპუსი, დავიცვათ სამოქალაქო საზოგადოება, დავიცვათ ეკლესია უკანონო და ბინძური ჩარევებისიგან, ჩვენ  2 ოქტომბერი უნდა ვაქციოთ ხელისუფლების ცვლილების რეფერენდუმად", - აცხადებს ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები