მამუკა ხაზარაძე - "ქართული ოცნება", რომელიც გვევლინება ვითომ ეკლესიის დამცველად, რეალურად აშანტაჟებს და ებრძვის ეკლესიას

"ლელოს" ლიდერმა დღეს, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გააკეთა. სხვა საკითხებთან ერთად მამუკა ხაზარაძემ მთავარი აქცენტი ეკლესიის წინააღმდეგ, "ქართული ოცნების" მხრიდან, მიზანმიმართულ შანტაჟზე და ზეწოლაზე ისაუბრა.

"საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ის უპრეცენდენტო რაოდენობის ჩანაწერები, რომელიც მიმართულია უკანონოდ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. "ოცნების" ხელისუფლება უსმენს და ფარულ თვალთვალს აგრძელებს ადამიანების უფლებების სრული დარღვევით ჩვენ მოქალაქეებზე, ბიზნესმენებზე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე და სასულიერო პირებზე. "ქართული ოცნება", რომელიც გვევლინება ეკლესიის დამცველად, რეალურად იგი აშანტაჟებს ეკლესიას, აშანტაჟებს მათ წარმომადგენლებს და ებრძვის ჩვენს ეკლესიას.

ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეკლესიისა და საზოგადოების შანტაჟი, დავასრულოთ და წარსულში დავტოვოთ ის მავნე, "კაკებეშნიკური" მეთოდები, რომელსაც "ოცნება" იყენებს ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ", -  აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები