"DMO იმერეთმა" "იმერული ღვინის ასოციაცია“ დააფუძნა

იმერეთის ტურიზმის სამსახურმა "DMO იმერეთმა" "იმერული ღვინის ასოციაცია“ დააფუძნა. ორგანიზაციას, რომლის მთავარი ამოცანა იმერული ღვინის პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა იქნება, ღვინის საერთაშორისო ექსპერტი ქეთევან ჯურხაძე უხელმძღვანელებს. 

"DMO იმერეთის" ოფისში 13 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები იმერელ მეღვინეებთან, რომლებზეც "იმერული ღვინის ასოციაციის“ სამომავლო გეგმები განიხილება. 

პროცესში აქტიურადაა ჩართული DMO იმერეთის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე. 

ორგანიზაციის მიზანია, იმერული ღვინის ხარისხის შენარჩუნება და ამაღლება, ასოციაციის წევრების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები, გამოფენებში  და კონკურსებში აქტიური ჩართულობა, იმერული ღვინის ფესტივალი და სხვადასხვა სახის ბაზრობები. 

ასოციაციის სამომავლო გეგმები ასევე ითვალისწინებს იმერეთში ღვინის ლაბორატორიის გახსნას, ბაღდათის, როგორც ადგილწარმოშობის კონტროლირებადი ტერიტორიის აღიარებას, იმერული ღვინის გზამკვლევის შექმნას, სანერგე მეურნეობის გაშენებას, ეპიდსიტუაციის შესაბამისად სხვადასხვა ქვეყნიდან საერთაშორისო ექსპერტების, ღვინის მაგისტრებისა და სომელიეების  მოწვევას.

"ღვინო, როგორც ტურისტული პროდუქტი და ზოგადად ღვინის ტურიზმი, უნდა იქცეს ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად იმერეთში, რეგიონის  სხვა მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებთან ერთად. ამიტომაც 2022 წელს გადავწყვიტეთ ჩვენი საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად იმერული ღვინო გამოვაცხადოთ და ამით ხელი შევუწყოთ იმერული ღვინის, როგორც ტურისტული პროდუქტის პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას. მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინო დაყენების წესიდან გამომდინარე  წარმოადგენს არამატერიალურ კულტურულ ძეგლს. 

თავის მხრივ ქართული ღვინის კლასიფიკაციებში გამოკვეთილია ორი კატეგორიის ღვინო, კახური და იმერული, შესაბამისად მნიშვნელოვანია  განვავითაროთ, დავიცვათ და შევინარჩუნოთ  ასეთი ძვირფასი საგანძური და მემკვიდრეობა", - განაცხადა "DMO იმერეთის" ხელმძღვანელმა ტატო ლილუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები