მეუფე სტეფანე - ესენი არიან კრიმინალები, მათ ცოტა ხანში ბერები აღარ ერქმევათ

მე მათ,  როგორ ბერებს აღარ აღვიქვამთ, ესენი არიან კრიმინალები, მათ ცოტა ხანში ბერები აღარ ერქმევათ -  ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ მათთან დაპირისპირებული სასულიერო პირების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მეუფეს თქმით, ბერები ეკლესიის სახელით ღვინოს ყიდიან და თანხა კი ეკლესიაში არ შედის. 

"მე  მათ უკვე როგორც ბერებს აღარ ვესაუბრები, არამედ როგორც კრიმინალებს. მათ ცოტა ხანში სასულიერო პირები აღარ ერქმევათ. 

ეკლესიის სახელით ღვინოს ყიდიან და არცერთი თეთრი ეკლესიაში არ შემოდის, ამას დავასრულებ", - აცხადებს მეუფე სტეფანე. 

რაც შეეხება  დღევანდელ ინციდენტს, მეუფე სტეფანეს  განცხადებით, პოლიცია პედაგოგებმა გამოიძახეს. 

"მე არ ვაპირებ ასეთ წვრილმანებზე დახურდავებას. სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაშე შემოიჭრნენ,  სამასწავლებლოში და მასწავლებლებს დაუპირისპირდენ. ამ კადრებს ჩვენ გავავრცელებთ. მასწავლებლებმა სამართალდამცველებს დაუძახეს", - განაცხადა მეუფემ.  

მან ასევე ჟურნალისტებს ბერების წინააღმდეგ ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, ისინი კორუფციულ საქმიანობაში არიან ჩართულები, რაც მეუფე პეტრეს დროიდან მოდის. 

"დავადგინე,  2 მილიონი აქვთ  მიცემული მაგათთვის. მერე 350 დილარი, კიდე მიცემული მაგათვის რაღაცეებზე. როცა ვინმეზე ლაპარაკობენ, ფულს აკეთებენ და აიუ აქ არის,  თუ ვინმეს უნდა ჟურნალისტური გამოძიება, აქ შეიძლება დაინახოთ, ოღონდ ეს უნდა მოხდეს შეთანხმებულად, რომ ჩვენ შეიძლება მოგცეთ ინფორმაცია", - განაცხადა მეუფემ.

მეუფე სტეფანეს ბერები დღეს დაუპირისპირდენენ. "კრიმინალი, ქვეყნის გამყიდველი და მრუში ხარ" - ამ სიტყვებით მიმართა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა მეუფე სტეფანეს. მათ მიტროპოლიტ​თან კითხვები გავრცელებულ სავარაუდო ახალ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჰქონდათ.

უახლესი ამბები