გიორგი ხოჯევანიშვილი - უღირს ადამიანებს საკმაოდ ადვილად გამოსდით ბოროტების და სიცრუის ტირაჟირება

გასარკვევია, საიდან მოდის, რა მიზანს ემსახურება და საერთოდ, ავთენტურია და სინამდვილეს შეეფერება თუ არა ის დოკუმენტები, რაც გამოქვეყნდა - ამის შესახებ  პარტიის "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე  გიორგი ხოჯევანიშვილი სუს-იდან გამოჟონილი დოკუმენტების თემის კომენტირებისას აცხადებს.

მისი თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა მიმდინარეობს. 

"საერთოდ გასარკვევია, საიდან მოდის, რა მიზანს ემსახურება და საერთოდ ავთენტურია და სინამდვილეს შეეფერება თუ არა ის დოკუმენტები, რაც გამოქვეყნდა. 

ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარეობს ბრძოლა მიზანმიმართული და რა თქმა უნდა,  ჩვენ ამ ბრძოლაში ეკლესიის გვერდით ვართ. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია მსგავსი ფორმებით ბრძოლა ვინმესთან და მითუმეტეს ეკლესიასთან. რაც შეეხება უსაფუძვლო ბრალდებებს, ჩვენ ასეთი ტიპის ბრალდებები აქამდეც მოვისმინეთ, სამწუხაროდ, ის შემდეგაც მოვისმენთ. აქ ერთი რამის თქმა შეიძლება, რომ უღირს ადამიანებს საკმაოდ ადვილად გამოსდით ბოროტების და სიცრუის ტირაჟირება", - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები