22 სექტემბრიდან დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელში 90 მიკროავტობუსი და 20 ავტობუსი გაეშვება

თბილისში, 22 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელში 90 მიკროავტობუსი და 20 ავტობუსი გაეშვება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებების მიზანია, მუნიციპალური ტრანსპორტი უფრო სწრაფი და კომფორტული გახდეს, ასევე, მასზე ხელმისაწვდომობა ყველა უბანში გაიზარდოს.

"ავტობუსების განახლება-ჩანაცვლების პროგრამა ფაქტობრივად დავასრულეთ. თუმცა, ჯერ კიდევ რჩება უბნები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქალაქში დამატებით 380 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვიყვანოთ. აქედან 180 ერთეული იქნებარვამეტრიანი, ხოლო 200 - 18-მეტრიანი, რომელსაც მომავალ წელს შევისყიდით. აღსანიშნავია, რომ 20 ავტობუსი უკვე დედაქალაქშია და 22 სექტემბრიდან ხაზზე გაეშვება.

ჩვენ ასევე, მიკროავტობუსების განახლება-ჩანაცვლების პროგრამა დავიწყეთ. ჩამოსულია 90 ახალი მიკროავტობუსი და 22 სექტემბრიდან გავა ხაზებზე. ცვლილებები ხორციელდება იმისთვის, რომ არ დავტოვოთ არცერთი ქუჩა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ივლის. ის უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და კომფორტული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნული მიკროავტობუსები ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს სპეციალისტების მიერ შემუშავებულ 21 მარშრუტზე იმოძრავებს, რომელთაგან 13 ძველი მარშრუტების ნაცვლად ამოქმედდა, ხუთი - ახალია, ხოლო სამი მათგანის გზასავალი კორექტირებულია. უფრო ზუსტად, ძველი მარშრუტების ნაცვლად ამოქმედდა: N403, N406, N407, N417, N418, N422, N435, N451, N473, N490, N493, N516, N529; ახალი მარშრუტებია - N412, N427, N433, N468, N478; ხოლო დაკორექტირდა - N409, N410, N411. რაც შეეხება ავტობუსებს, ისინი ხუთ მარშრუტზე განაწილდება. კერძოდ, N101, N102, N60, N42, N7. ავტობუსები მგზავრებს 15-წუთიანი ინტერვალით მოემსახურება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები