თამარ კორძაია - ამ ვითარებაში და ამ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის პერსპექტივას ვერ ვხედავ

ამ ხელისუფლების პირობებში ვერცერთი ინსტიტუცია, მათ შორის,  ვერც პარლამენტის საგამოძიებო კომისია ვერ მოერევა ამას - აცხადებს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი  თამარ კორძაია Front News-თან  სუსიდან გამოჟონილი დოკუმენტების თემის კომენტირებისას. 

მისი თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო კომისიის ეფექტურობის მოლოდინი არ აქვს, მინიმუმ სუსის უფროსის პარლამენტში დაბარებას კი მოითხოვს. 

"იმდენად კომპლექსური საკითხია, რომ დღეს ყველა არის თავდაცვის რეჟიმში გადასული, ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან ეს თუ პარლამენტარები, რადგან არავინ იცის,  ვისზე რა არის შენახული. დამნაშავე,  უდანაშაულო, ყველა არის დაზაფრული, რადგან პირადი ცხოვრება ისეთი სფეროა,  არავის უნდა, ეს გამჟღავნდეს, როგორი წესიერი ადამიანიც უნდა იყოს. ამ ვითარებაში და ამ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის პერსპექტივას ვერ ვხედავ, თუმცა ლილუაშვილი უნდა იყოს დაბარებული და მინიმუმ ოპოზიციის კითხვებს გასცეს პასუხი. წესით, ის უკვე გადამდგარიც უნდა იყოს.  

ამდენად, არ არსებობს ინსტიტუცია, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში ამას დღეს მოერევა. ამიტომ საგამოძიებო კომისიის ეფექტურობის, ამ პარლამენტის პირობებში ნამდვილად მეპარება ეჭვი, მაგრამ პროცესის გამჭვირვალობის ხელშეწყობის თვალსაზრისით საგამოძიებო კომისია შეუწყობდა ამას ხელს"-განაცხადა კორძაიამ.  

მის თქმით, ერთია, რომ უკანონო მოსმენები არაებობდა და მეორე,  ის რომ არ ხდებოდა რეაგირება ამ მოსმენებით გამოვლენილ დანაშაულზე.

"ჩვენი მიზანია, ახლა  იმის დადგენა,  თუ რა მასშტაბის იყო ხელისუფლების მხრიდან მოსმენების უკანონობა. ერთია რომ ეს უკანონო მოსმენა არსებობდა და მეორე, რომ  არ რეაგირებდა ამ მოსმენებისას დანაშაულის აღმოჩენის შემთხვევაში. ცხადია, უკანონო ჩანაწერი ვერ იქნებიოდა სასამართლოში მტკიცებულებად გამოყენებული, მაგრამ როდესაც გაარკვიეს რომ არასრულწლოვანთან მიმართებით დანაშაულთან გვაქვს საქმე და ხელისუფლება ამის აღსაკვეთად არაფერს აკეთებდა, ეს გამაოგნებელია", -აცხადებს კორძაია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები