ხატია დეკანოიძე - საშიშიც კია ქვეყნის მართვა ასეთი ადამიანების მიერ

საშიშიც კია ქვეყნის მართვა ასეთი ადამიანების მიერ. ეს კიდევ ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია, - ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად ნაციონალური მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების ჩატებიდან ჟონავს ინფორმაცია  მსხვერპლის საჭიროებასა და კილერის მეშვეობის ვინმეს გაგორების შესახებ. 

დეკანოიძის თქმით, მმართველი გუნდი აგონიაშია და მსგავსი ბრალდებებით სურთ უკანონო ჩანაწერების სკანდალის გადაფარვა.  

"ცხადი გახდა, რომ ყველა ადამიანი გაკონტროლებულია სუსის მიერ ბიძინა ივანიშვილის  ხელით. ამ სიბინძურის გადაფარვას ცდილობენ ახლა, ყალბსაც ვერ ვუწოდებ, რაღაც პოლიტიკურ აგონიაში ჩავარდნილი ადამიანის სიტყვებით. რომელსაც რა თქმა უნდა, არავითარი საფუძველო კი არ აქვს მხოლოდ, არამედ საშიშიც კია ქვეყნის მართვა ასეთი ადამიანების მიერ. ეს კიდევ ადასტურებს იმას, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია, ძალაინ საშიშია. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება საშიშია, თვითონ აირივნენ შიგნით, ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ და ეს ასე  გამოხატულია ვერბალური ფორმით"- განაცხადა დეკანოიძემ. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნაციონალების" ოფისებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა და "სირცხვილია"ახალ მსხვერპლს - "ლაშქარავას კვადრატში" გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები