ნიკა მელია - ეს სიბოროტე, სივერაგე უნდა დამარცხდეს

ოპოზიციის მერობის კანდიდატის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება გაკვირვებას არ იწვევს.

"ვფიქრობ, ბატონი კობახიძის ეს განცხადება არ იწვევს გაკვირვებას, უბრალოდ, მათი ფონი იმდენად მძიმე არის, რომ შესაძლოა, უფრო მძაფრად ჩანს ის სიგიჟე, რომელიც შესაძლებელია სჭირდეს ადამიანს ჯანსაღ გონებაში. აი, ეს კი ნამდვილად შეიძლება იყოს სიახლე. დააკვირდით ძვირფასო თანამოქალაქეებო ბატონი კობახიძის რიტორიკას, მის ზღვარგადასულ პროპაგანდისტულ გზავნილებს და გადაწყვეტილების მიღება არავის არ გაურთულდება. ეს სიბოროტე, სივერაგე უნდა დამარცხდეს. ადამიანს, რომელიც რასაც საუბრობს თავადაც არ სჯერა, მეტიც, წარმოდგენაც არა აქვს, რასაც დაუწერენ იმას კითხულობს. ამიტომ ორი ოქტომბერი უნდა იყოს საშველი ყველასთვის ამ ქვეყანაში, მათ შორის ბატონი კობახიძისთვის, რომ აღარ იყოს ეს ადამიანი ვალდებული, პირველ რიგში, საკუთარ თავს მიაყენოს შეურაცხყოფა და აღარ ჩაატაროს ხელისუფლების რიგებიდან ასეთი სამარცხვინო ბრიფინგები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები