უკრაინაში პირველი TikTok-ის ფაკულტეტი გაიხსნა

საიდუმლო არ არის, რომ TikTok არის ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი მსოფლიოში. კიევის კულტურის უნივერსიტეტმა გადაწყვიტა იყოს პროაქტიული და უკრაინასა და მსოფლიოში პირველი TikTok-ის ფაკულტეტი გახსნა, - frontnews.eu-ს ინფორმაციით, ამის შესახებ კიევის კულტურისა და შემოქმედების ნაციონალური უნივერსიტეტის რექტორმა მიხაილ პოპლავსკიმ განაცხადა.

"დღეს არის ისტორიული მომენტი - პირველად უკრაინასა და მსოფლიოში ჩვენ ვხსნით TikTok ფაკულტეტს კულტურის უნივერსიტეტში. ჩემი ისტორიული მისიაა TikTok უკრაინული გახდეს და ახალგაზრდა, შემოქმედებითი, ამბიციური, პერსპექტიული ადამიანების ხელმძღვანელობა, რომლებიც შექმნიან უკრაინის ახალ ისტორიას", - განაცხადა მიხაილ პოპლავსკიმ.

ამასთან, სოციალური მედიის გიგანტმა TikTok-მა მთელი რიგი ფუნქციები დააანონსა, რომელიც დაეხმარება მომხმარებლებს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში, ასევე თვითმკვლელობის შესახებ აზრების გამკლავებაში.

"ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს საზოგადოებაზე და ყოველთვის ვეძებთ ახალ გზებს, რომელთა მეშვეობით წვლილს შევიტანთ მათ კეთილდღეობაში. ამიტომაც ვდგამთ დამატებით ნაბიჯებს, რათა ადამიანებისთვის მარტივი იყოს რესურსების პოვნა TikTok-ზე რესურსების, როდესაც მათ ეს სჭირდებათ",- აღნიშნულია TikTok–ის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები